ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში გამოსვლისას

„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ“- ზურაბ აზარაშვილი

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ აზარაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ზურაბ აზარაშვილმა, მინისტრობის 2 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„გასული 2 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, არსებობის 11 წლის განმავლობაში, მოსახლეობის 95%-ისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. ამოქმედდა DRG დაფინანსების მოდელი, რამაც პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად შეამცირა.

„ჰოსპიტალური სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმების დანერგვამ, გარდა იმისა, რომ გაზარდა სისტემის გამჭვირვალობა და გაამარტივა პროგრამის ადმინისტრირება, შექმნა პაციენტებისთვის ფინანსური დაცულობის მდგრადი პირობები. DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

DRG მოდელის გაფართოების შედეგად, 2023 წლის ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება. მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და 1 222 ლარით განისაზღვრა. დაფინანსება მოიცავს ექიმის აყვანის, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. რეფორმის შედეგად პაციენტს თანხის გადახდა არ უწევს და ასევე საჭიროებისას, სახელმწიფო, სრულად უზრუნველყოფს ახალშობილის რეანიმაციული სერვისის დაფინანსებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ“- ზურაბ აზარაშვილი. 5 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის