ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამები

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები“, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, უწყება, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს.

ზურაბ აზარაშვილმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისის განვითარებას. მისივე თქმით, სამინისტრომ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც უცხოეთის წამყვან კლინიკებში, ონკოლოგიის მიმართულებით, ახალგაზრდა ექიმების გადამზადებას გულისხმობს.

„უნდა აღინიშნოს 2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, – გამაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამები. 5 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a5/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მესამე სტადიის კიბოს დადგენის შემთხვევაშიც კი - სწორად შერჩეული მკურნალობის მეთოდი იძლევა კარგ შედეგს!
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის