სამშაბათი, ივნისი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი3 ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად ტარდება სილამაზის ფესტივალი და რას გვპირდება ის საქართველოში?

3 ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად ტარდება სილამაზის ფესტივალი და რას გვპირდება ის საქართველოში?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბაა, არა­თუ აქ­ტუ­ა­ლო­ბას კარ­გავს, არა­მედ კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, სა­დაც პი­რის­პირ შე­გიძ­ლია შეხ­ვდე Makeup არ­ტის­ტებს, მი­სა­ღებ ფა­სად შე­ი­ძი­ნო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და უბ­რა­ლოდ დატ­კბე იმ ეს­თე­ტი­კით, რაც ასეთ ფეს­ტი­ვა­ლებს ახა­სი­ა­თებს.

თა­ვის მოვ­ლი­სა და მა­კი­ა­ჟის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი იმ­დე­ნად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, რომ ბა­ზა­რი ფაქ­ტობ­რი­ვად, მათი კარ­ნა­ხით ვი­თარ­დე­ბა. ამ­გვა­რი ინ­ტე­რე­სი­სა და მო­თხოვ­ნის გამო ბა­ზარ­ზე ვერ აღ­მო­ა­ჩენთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც პრო­დუქტს შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და მისი მოქ­მე­დე­ბის აღ­წე­რის გა­რე­შე და­დებს შო­უ­რუმ­ში, გა­ი­ზარ­და სი­ლა­მა­ზის მას­ტერკლა­სე­ბი­სა და მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და, ბო­ლოს, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც მი­ვი­და სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ეტა­პამ­დე, რო­მელ­საც პირ­ვე­ლად PSP ჩა­ა­ტა­რებს.

რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი და რა გვე­ლო­დე­ბა ქარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს 23-24-25 ივ­ნისს?

 

ჩრდილოეთ ამერიკა

ფეს­ტი­ვა­ლი აშშ-ში წელს მე-20-დ გა­ი­მარ­თე­ბა და ისევ არ­ნა­ხულ მას­შტა­ბებს მი­აღ­წევს. მას­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, თა­ვის მოვ­ლი­სა და მა­კი­ა­ჟის ტრენ­დე­ბი, ისე ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინო­ვა­ცი­ე­ბი, წარ­მო­ე­ბას­თან, ლო­გის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი და სხვა.აშშ-ში არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლია The makeup show, სა­დაც იკ­რი­ბე­ბი­ან makeup არ­ტის­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და ხვდე­ბი­ან ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. აქ ახალ კო­ლა­ბო­რა­ცი­ებ­თან, გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც მი­ი­ღე­ბა.

ლონდონი

სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ თე­მა­ტი­კას თმა, მისი მოვ­ლა, სტი­ლი და ტრენ­დე­ბი წარ­მო­ად­გენს. ერთ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში შეკ­რე­ბი­ლი თმის მოვ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მწარ­მო­ებ­ლე­ბი, სტი­ლის­ტე­ბი, სა­ლო­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, მე­ნე­ჯე­რე­ბი, ტექ­ნი­კო­სე­ბი, კო­ლო­რის­ტე­ბი, რი­თე­ი­ლე­რე­ბი და მათი პრო­დუქ­ტი­თა და სერ­ვი­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ცვლი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს­წრე­ბი­ან მას­ტერკლა­სებს და ერ­თმა­ნეთს ახალ პრო­დუქ­ტებს აც­ნო­ბენ.

ფეს­ტი­ვალ­ზე შეხ­ვდე­ბით ცნო­ბილ სა­ხე­ებს, რო­მელ­თა თმის მოვ­ლის რუ­ტი­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა პი­რის­პირ შე­გეძ­ლე­ბათ.

საფრანგეთი

პა­რიზ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა უამ­რა­ვი სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლი თუ გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კას ეძღვნე­ბა. მათ შო­რის არის MakeUP in Paris, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს მიმ­წო­დებ­ლებს და პო­პუ­ლა­რულ თა­ვის მოვ­ლი­სა და მა­კი­ა­ჟის ბრენ­დებს და ყვე­ლა მათ­განს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, პი­რის­პირ შეხ­ვდნენ მომ­ხმა­რებ­ლებს, გა­ი­ზი­ა­რონ მათი მო­საზ­რე­ბე­ბი და თა­ვის მხრივ, გა­აც­ნონ ინო­ვა­ცი­ე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი.

READ  როგორ ვუმკურნალოთ ტუჩების სიმშრალეს?

საქართველო

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში PSP-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პირ­ველ მას­შტა­ბურ სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვალს, აქ ერ­თი­ან­დე­ბი­ან კოს­მე­ტი­კი­სა და თა­ვის მოვ­ლის ბრენ­დე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ცნო­ბი­ლი Makeup არ­ტის­ტე­ბი, დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი, ინფლუ­ენ­სე­რე­ბი და უბ­რა­ლოდ სი­ლა­მა­ზის ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი.

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, თვა­ლი გა­და­ავ­ლონ უკვე კარ­გად ნაც­ნობ და აღი­ა­რე­ბულ პრო­დუქ­ტებს, თა­ვის მოვ­ლის ინო­ვა­ცი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს და სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით ისარ­გებ­ლონ; ასე­ვე, გა­ი­ა­რონ მას­ტერკლა­სი Makeup არ­ტის­ტებ­თან, კონ­სულ­ტა­ცია დერ­მა­ტო­ლო­გებ­თან, შე­ად­გი­ნონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოვ­ლის რუ­ტი­ნა, ისარ­გებ­ლონ სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სით, მი­ი­ღონ სა­ჩუქ­რე­ბი, უბ­რა­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო დრო გა­ა­ტა­რონ და შე­ი­ძი­ნონ უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ, სა­დაც ყვე­ლას სი­ლა­მა­ზე აერ­თი­ა­ნებს.

წყარო: https://www.ambebi.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები