დიდი სარკე ინტერიერში ფენ-შუის პრინციპების მიხედვით

რა მნიშვნელობა აქვს სარკეს ფენ-შუის თეორიის მიხედვით

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სარკე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რთული საპოვნელია ქალბატონი, რომლის ხელჩანთაშიც არ მოიპოვება პატარა სარკე. ჩვენ ვატარებთ მას, რათა სულ ფორმაში ვიყოთ, მაკიაჟი შევისწოროთ ან ვარცხნილობა მოვიწესრიგოთ.

ფენ-შუის თეორია გარკვეულწილად ცვლის ჩვენს შეხედულებებს სარკის შესახებ, ფილოსოფიურ და მაგიურ დატვირთვას სძენს. ფენ-შუის სისტემაში სარკე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი ემსახურება ახალი ენერგიისა და იდეების შემოდინებას.

წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, თუ რა უნდა ვიცოდეთ სარკის შესახებ:

1. სარკის ზომა  – ფენ-შუის მიხედვით, ყველა ოჯახში უნდა არსებობდეს ერთი დიდი სარკე, სადაც ნებისმიერი ოჯახის წევრი შეძლებს საკუთარი ანარეკლის დანახვას თავიდან ბოლომდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის მთლიანი სილუეტი, რადგან ასე მისი შინაგანი ძალა ერთიანია, ენერგეტიკული პოტენციალი კი მაღალი. კარგია თუ სილუეტის ზემოთ იქნება სივრცე, ეს სულიერი და ფიზიკური განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.

- Advertisement -
Ad imageAd image

2. სარკის ადგილმდებარეობა – კარგი ადგილია სამზარეული და სასადილო ოთახი. ფენ-შუის სპეციალისტების აზრით, კარგია თუ სარკე მყუდრო, ოჯახურ გარემოს აირეკლავს (მაგალითად როგორ სადილობს ოჯახი). ამ დროს სახლი ივსება დადებითი ენერგიით, რომელიც განაპირობებს ოჯახის წევრების კეთილდღეობას.

3. სარკე საძინებელში –  ფენ-შუის სპეციალისტების აზრით, საკრე, რომელიც ირეკლავს მძინარე ადამიანს, ავისმომტანია. რეკომენდებული არ არის ბევრი სარკე იქ, სადაც ჩვენი სხეული ისვენებს, მოდუნებულია და სიზმრებს ვხედავთ. ეზოთერიკაში სარკეს მაგიური დატვირთვაც აქვს. სარკე ოდიგანვე ითვლებოდა მიღმიერ სამყაროში და სხვა განზომილებებში გასასვლელ კარიბჭედ. იგი დღემდე აქტიურად გამოიყენება მკითხაობაში. ფენ-შუის მიხედვით, საძინებლის სარკე, რომელიც ირეკლავს საწოლს, შესაძლოა ‘’მესამე’’ ადამიანის გაჩენის მომტანიც იყოს, რაც თქვენს ურთიერთობას დაანგრევს.

4. ანარეკლი ინტერიეში – თუ გინდათ, რომ აივსოთ დადებითი ემოციებითა და პოზიტიური განწყობით, სარკის წინ მოათავსეთ ყვავილები, ფოტოები, რომლებიც გახსენებთ ბედნიერ მომენტებს. აგრეთვე ძალიან კარგია ნათელი და მხიარული ფერის საგნები.

READ  ხრიკები - როგორ დავიძინოთ ზაფხულის სიცხეში

5. სარკის მოვლა – ფენ-შუის მიხედვით, იმისათვის რომ თქვენი ურთიერთობები და ცხოვრება დადებითი ენერგიის აივსოს და ატმოსფეროც შესაბამისი იყოს, აუცილებელია სარკე იყოს ყოველთვის სუფთა. სუფთა სარკე ირეკლავს ყველაფერს ისეთ ბედნიერს, მხიარულსა თუ ბრწყინვალეს, როგორიც არის. დიდი ხნის დასვრილ სარკეში გროვდება უარყოფითი ენერგია, რაც რჩება ‘’ლაქად.’’  სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველა სარკე, რომელიც სახლში გვაქვს, მოვათავშოთ ჩარჩოში, რათა დადებითი ენერგია არ გაიფანტოს ატმოსფეროში.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა მნიშვნელობა აქვს სარკეს ფენ-შუის თეორიის მიხედვით. 20 აპრილი, 2024. https://shenisilamaze.ge/sarke/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის