ბავშვი გაჯეტით ან ტაბლეტით - ენის განვითარების პრობლემა

“გაჯეტებზე მიჯაჭვული ბავშვები ლაპარაკს იწყებენ “მკვდარ ენაზე”- თამარ გაგოშიძე მშობლებს აფრთხილებს

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ბავშვთა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ „იმედის“ ეთერში ბავშვთა განვითარების პროცესში გაჯეტების როლზე ისაუბრა:

„6 თვიდან არიან ბავშვები გაჯეტებზე მიჯაჭვულები, შესაბამისად, ისინი იწყებენ ლაპარაკს “მკვდარ ენაზე”, ასე ვეძახი. ჩვენთან მოდიან ბავშვები თავის ენაზე რომ ვერ ლაპარაკობენ და უცხო ენაზე უკეთესად საუბრობენ.

აქამდე ჩვენ გვეგონა, რომ ეს არის მხოლოდ სპექტრის შემთხვევაში, აუტიზმის სპექტრს აქვს ასეთი ატიპური განვითარება, დღეს შეიძლება უმეტესობა ატიპური იყოს? არ შეიძლება. ე.ი. ეს არის ხელოვნურად გამოწვეული.

შედეგი რა გვაქვს? ეს ბავშვი თავის ენაზე ვერ ლაპარაკობს, არასრულფასოვანია ლინგვისტური კონსტრუქციები აქვს. ეს იწვევს დასწავლის პრობლემებს, გაგების პრობლემებს, კომუნიკაციის პრობლემებს და ა.შ…”

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). “გაჯეტებზე მიჯაჭვული ბავშვები ლაპარაკს იწყებენ “მკვდარ ენაზე”- თამარ გაგოშიძე მშობლებს აფრთხილებს. 12 მაისი, 2024. https://shenisilamaze.ge/tamar-gagoshidze/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  "კალიგრაფია გამოხატავს დამოკიდებულებას სამყაროსადმი" - ინტერვიუ შალვა კამლაძესთან, რომლის მთავარი მოტივაცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის