ისტორიული ფოტო ქალების შარვლის ტარების უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ

როგორ მოიპოვეს ქალებმა შარვლის ტარების უფლება

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

წლების განმავლობაში კაბის ჩაცმაზე დაწერილი თუ დაუწერელი წესები ქალებს აიძულებდა, ფორმალურ სიტუაციებში შარვლის ჩაცმისგან თავი შეეკავებინათ. ეტიკეტის მწერლები შარვლის ჩაცმას კაცების ესთეტიკური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ, რომელიც შესაფერისი იყო მხოლოდ ერთ სიტუაციაში, როცა მაგალითად ბუნებაში განტვირთვა მოუნდებოდათ… და მიუხედავად ამისა, ქალები მრავალ სიტუაციაში აგრძელებდნენ შარვლის ჩაცმას.

1970 წლის San Francisco Chronicle-ში ვკითხულობთ, რომ რესტორნები შარვლიან ქალებს არ უშვებდნენ, შემდეგი განმარტებით: „თუ ერთ შარვლიან ქალს დავუშვებთ, შემდეგ ყველასთვის თანხმობის მიცემა მოგვიწევს“. ზოგიერთისთვის ეს მორალურად გაუმართლებელი, ზოგისთვისაც კი ეტიკეტის დარღვევა იყო.

შარვალი შუა საუკუნეების ევროპაში მამრობითი მოსახლეობის ჩვეულ სამოსად იქცა. არსებობდა მრავალი სტილის შარვალი, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი გრძელი, ფართო შარვალი რამდენიმე ასეული წლის შემდეგ გამოჩნდა. თავდაპირველად ისინი მეზღვაურების სამოსი გახლდათ.

შუა საუკუნეებში შარვლის ჩაცმისთვის ქალი შეეძლოთ კოცონზე დაეწვათ. ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე აგრძელებდნენ კაბებით სიარულს. ქალზე შარვალი მისი უზნეობის მაჩვენებელი იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

მამაკაცებისთვის ეს იყო ტანსაცმელი სპორტისთვის ან მძიმე სამუშაოსთვის. უხამსი იყო მათში გამოჩენა თეატრსა თუ კინოში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. დოქტორი მერი ედვარდ უოლკერი შვიდჯერ დააკავეს საჯარო სივრცეში შარვლის ტარებისთვის. 1913 წელს ბოლო დაკავებისას, იგი 80 წლის იყო. დააკავეს მიუხედავად რეგალიებისა. უოლკერი იყო ცნობილი და პატივცემული ქირურგი, აშშ-ის ღირსების მედალოსანი.

მაგრამ 1950-70-იან წლებში, როდესაც კომფორტული და გამძლე ჯინსი გამოჩნდა, მათი ტარება ყველამ დაიწყო, როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ქალების აქტიურმა ჩართულობამ სოციალურ თუ კულტურულ სფეროში.

ბარბარა სტრეიზანდი გახდა პირველი ქალი, რომელმაც “ოსკარის” დაჯილდოებაზე შარვალი ჩაიცვა. ეს მოხდა შედარებით თავისუფალ 1969 წელს. ამ ყველაფერს მისი დაპატიმრება არ მოჰყოლია, მაგრამ პრესის უარყოფითი მიმოხილვები დაიმსახურა. ბარბარას ჩაცმულობას “საღამური” და “ცუდი გემო” უწოდეს. მიუხედავად ამისა მომღერლის გაბედულება მოდის ინდუსტრიაში შევიდა, როგორც მოდური ინოვაციის მაგალითი.

READ  როგორ იცვლება სილამაზის სტანდარტები

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ მოიპოვეს ქალებმა შარვლის ტარების უფლება. 25 მაისი, 2024. https://shenisilamaze.ge/sharvlis-tarebis-upleba/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის