ფილერის ინექცია სახეზე კოსმეტოლოგის მიერ

რა უნდა ვიცოდეთ ფილერის შესახებ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ის, რაც დღეს ძალიან ბევრ ქალს იზიდავს და ალამაზებს, სახის გაახალგაზრდავების ყველაზე პოპულარული მეთოდი და დეფექტების აღმოფხვრა ქირურგიული ჩარევის გარეშე – ეს ფილერია.

ცხვირის მოდელირება, წვრილი და მსხვილი ნაოჭების შევსება, წარბის, თვალის კუთხის აწევა, ტუჩის მოდელირება, ყვრიმალის და სახის ოვალის მოდელირება… ერთი სიტყვით ის, რაც ადრე ქირურგიული ჩარევის გარეშე მიუღწეველი იყო ქალებისთვის, ახლა უკვე ფილერის მეშვეობით  სავსებით შესაძლებელია.  ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა გახლავთ  ცხვირის უსისხლო რინოპლასტიკა ანუ მოდელირება , ტუჩის მოცულობის გაზრდა და ასიმეტრიების კორექცია, სახის ოვალის მოდელირება   და ცხვირ-ტუჩის ნაოჭების  შევსება.

თუმცა, არის ბევრი რამ რომლის ცოდნაც იმ ქალებისთვის აუცილებელია, რომლებიც ამ პროცედურით არიან დაინტერესებულნი.

პირველ რიგში პროცედურა უსაფრთხო უნდა იყოს, ამისთვის კი აუცილებელია პროცედურა ჩაატაროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმმა, ხარისხიანი პრეპარატით.

- Advertisement -
Ad imageAd image

იქ სადაც ინექციური პროცედურა ტარდება უნდა იყოს  სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, ყველანაირი პირობა და სრული კომფორტი უნდა ჰქონდეს პაციენტს პროცედურის დროს. მნიშვნელოვანია ექიმის მიდგომა პაციენტთან. ასევე მნიშვნელოვანია პრეპარატი იყოს ხარისხიანი.

გართულებები, რასაც დღეს სოციალურ ქსელშიც ვაწყდებით- ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არაპროფესიონალის მიერ არის ჩატარებული პროცედურა ან საიტიდან გამოწერილი , არაოფიციალური გზით შესყიდული პრეპარატით ხდება პროცედურის ჩატარება. მომწოდებელი აუცილებლად უნდა იყოს ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპანია ,რომელიც პასუხისმგებელია პრეპარატის ხარისხზე.

რა უნდა ვიცოდეთ ფილერის შესახებ

ასევე ყურადღება მისაქცევია ის რომ, ყველა ფილერს თავისი პროტოკოლი აქვს მოქმედების ხანგრძლივობის. საშუალოდ 12-18 თვეში შეუძლია პაციენტს გაიმეოროს პროცედურა.

ამიტომ,  თუკი რაიმე დისკომფორტს გვიქმნის და შეგვიძლია გამოვასწოროთ ჩვენს ვიზუალში, აუცილებლად უნდა მივცეთ თავს ამის ფუფუნება და საშუალება, რომ ჩავიტაროთ მცირედი პროცედურები და გავხდეთ უფრო მეტად დარწმუნებულები საკუთარ თავში. მხოლოდ ზემოთმოყვანილი რჩევების გათვალისწინებით.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა უნდა ვიცოდეთ ფილერის შესახებ. 4 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/pileri/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ნიღბების შესახებ მითები: რა ვიცით ნამდვილად კანის მოვლასა და დაცვაზე
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის