დაზიანებული თმა ფენის, საღებავისა და მზის ზემოქმედების შედეგად

რა აზიანებს თმას ყველაზე მეტად

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სამმაგი საფრთხე: როგორ აზიანებს თმას შეღებვა, ფენით გაშრობა და მზის ზემოქმედება

სილამაზისკენ სწრაფვისას, ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად იყენებს ფენს, იცვლის თმის ფერს საღებავების დახმარებით და დიდ დროს ატარებს მზეზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკამ შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი გარეგნობა მოკლევადიან პერსპექტივაში, მათ შეუძლიათ დროთა განმავლობაში ზიანი მიაყენონ ჩვენი თმის ღერების ჯანმრთელობას და სიცოცხლისუნარიანობას.

რა აზიანებს თმას ყველაზე მეტად

თმის შეღებვა

თმის საღებავი შეიცავს ძლიერ ქიმიკატებს, როგორიცაა ამიაკი და წყალბადის ზეჟანგი, რომლებიც აღწევენ თმის ღერში და ცვლიან მის ბუნებრივ პიგმენტს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს კარგი ვიზუალური შედეგი მოაქვს, ის ასევე აზიანებს თმის მთლიანობას. უხეშდება თმის ყველაზე გარეგანი ფენა, იწვევს ბოლოების გაყოფას და თმა ხდება მტვრევადი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ფენის გამოყენება

 

ფენის ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ინტენსიური სიცხე აძლიერებს თმის ღერის მტვრევადობას. გარდა ამისა, ჰაერის ძლიერმა ნაკადმა შეიძლება გაუხეშოს თმის კუტიკულა, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს თმის ღერის საგრძნობ შესუსტებას.

მზის ზემოქმედება

 

- Advertisement -
Ad imageAd image

მზის ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება აზიანებს თმის ცილოვან სტრუქტურას, რაც იწვევს თმის ღერის ელასტიურობისა და სიძლიერის დაკარგვას. თმა ხდება მშრალი, უსიცოცხლო და პროგრესირდება თმის ცვენა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თმისთვის დამაზიანებელი პრაქტიკა შეიძლება გარდაუვალი ჩანდეს, არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია მათი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად, მაგალითად :

 

შეარჩიეთ თმის საღებავი, რომელიც თავისუფალია ქიმიური ნივთიერებებისგან, როგორიცაა ამიაკი და წყალბადის ზეჟანგი.

 

შეძლებისდაგვარად, ეცადეთ თმა ბუნებრივად გაშრეს ჰაერზე ან გამოიყენეთ ფენი ყველაზე დაბალი სიმძლავრით.

 

ყოველდღიურ რუტინაში ჩართეთ არკოფარმას საკვები დანამატი – ფორკაპილი კერატინ + , რომელიც შემადგენელი კომპონენტების დახმარებით გააძლიერებს და გააჯანსაღებს თმას, შემატებს ბზინვარებას და აღადგენს ელასტიურობას და რაც ყველაზე მთავრია დაიცავს თმას გარე დამაზიანებელი ფაქტორებისგან (მზე, გარემოს დაბინძურება, საღებავები, ფენი და ა.შ.)

წყარო 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა აზიანებს თმას ყველაზე მეტად. 5 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  Victoria secret - ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის