ნებისმიერ მაკიაჟს საფუძვლად უდევს თანაბარი და იდეალური კანის ეფექტის შექმნა.
თუმცა, ზაფხულში ამის მიღწევა, ცოტა არ იყოს, რთულია. სახლიდან გამოსვლას ვერ მოასწრებ, რომ სახე ოფლიანდება და პრიალებს.
1. იმისათვის, რომ ზაფხულში დაიცვათ კანი, აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი. თუ კანი გამოშრა და გაუწყლოვდა – ვერანაირი კოსმეტიკა ვეღარ უშველის მას.
2. რაც უნდა პრობლემური კანი გქონდეთ, არ ღირს სქელი ფენა ტონალურის წასმა. უპირატესობა დამატენიანებელ ტონალურ კრემებს მიანიჭეთ.
3. შეარჩიეთ ტონალური საშუალება მსუბუქი ბრინჯაოს ტონით. ის სეზონსაც მოუხდება, კარგად დაფარავს სიწითლეებს და კანის სხვა პრობლემებს.
4. თუკი თვალის ჩრდილებზე უარს ვერც ზაფხულში ამბობთ, არჩევანი ღია ფერებზე გააკეთეთ (კრემისფერიდან ღია-ყავისფრამდე). იდეალური იქნება – ჩრდილები მხოლოდ საღამოს მაკიაჟის დროს გაიკეთოთ.
5. წამწამების ტუში – ცალკე საუბრის თემაა. წაისვით ორი ფენა ტუში იმისათვის, რომ გამოკვეთოთ წამწამების სიხშირე. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხულობით ვოფლიანდებით, ეს კი კოსმეტიკის მდგრადობაზეც აისახება. გირჩევთ, წყალგამძლე ტუშზე გააკეთოთ არჩევანი.
მასალის გამოყენების პირობები