ტუჩის გადიდების პროცედურა ჰიალურონის მჟავის ფილერით

რა უნდა ვიცოდეთ – ტუჩის გადიდებამდე

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ტუჩის მოცულობის გაზრდა დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად ითვლება.

პირველად ტუჩის გადიდება მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1900 წელს, პარაფინით დაიწყეს. წლების განმავლობაში პრეპარატები დაიხვეწა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი სპეციალისტებიც მომრავლდნენ. 2000 წელს ამერიკაში 18,589 კაცმა მიმართა ესთეტიკური მედიცინის ცენტრს ტუჩის მოცულობის გაზრდის მოთხოვნით, 2019-ში კი 45,240-მა.

რა უნდა ვიცოდეთ ტუჩის გადიდებამდე? რა პრეპარატი­ გამოიყენება მოცულობის გასაზრდელად და შეიძლება თუ არა E ვიტამინის გამოყენება?­

ტუჩი არის კან-კუნთოვანი, ჰორიზონტალურად განლაგებული წყვილი ნაკეცი და მონაწილეობს ემოციის, ხმისა და ბგერის გადმოცემაში. ტუჩის მოვლა აუცილებელია არა მარტო კოსმეტოლოგიურად, არამედ ჰიგიენურადაც. ისევე როგორც სახე და კანი, ტუჩებიც ჩვეულებრივად ასაკთან ერთად ბერდება. ამიტომ როგორც კანს, სახესა და თვალს, ტუჩსაც მოვლა სჭირდება. ადრე არ იყო ტუჩის ინიექციური მოვლის საშუალებები, ამიტომ იყენებდნენ თაფლს, ჰიგიენურ პომადას, ვაზელინს. დღეს უკვე არსებობს პრეპარატები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ტუჩის კვება და დატენიანება.

რა უნდა ვიცოდეთ - ტუჩის გადიდებამდე

- Advertisement -
Ad imageAd image

უპირველესად უნდა მიმართოს სპეციალისტს და მან უნდა ურჩიოს, რა გაიკეთოს და აუხსნას, როგორ გაკეთდება.­ დაიმახსოვრეთ, არ გაიზარდოთ ტუჩის მოცულობა E ვიტამინით. ეს ტუჩისთვის განკუთვნილი ვიტამინი არ არის, არ შეიძ­ლება მისი ინიექციური გზით შეშვება.­ თუ გსურთ ტუჩის მოცულობის გაზრდა, მიმართეთ სპეციალისტს და გახსოვდეთ, რომ პრეპარატი უნდა იყოს ხარისხიანი­. დღეს შემოვიდა ბაზარზე მეხუთე თაობის პრეპარატები, იმდენად სუფთა, გაფილტ­რული, რომ იშვიათად მოჰყვება გართულება.

დაბალმა თვითშეფასებამ, დღეს ბევრ გოგონას არ მოსწონს საკუთარი თავი. მოთხოვნა ასევე განაპირობა ტელეფონის ფილტრებმა, ფოტოშოპმა. 19-20 წლის გოგონებს არ მოსწონთ საკუთარი თავი და სურთ რაღაცები შეიცვალონ გარეგნობაში, ამ დროს მათ ბუნებისგან აქვთ ბოძებული უდიდესი რესურსი – სილამაზე, ახალგაზრდობა. თუმცა, თუ ადამიანს აქვს თავისი გარეგნობის პრობლემატური შეფასება და ეს ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული, ასეთ დროს ადამიანის ასაკსაც არა აქვს მნიშვნელობა, მან უნდა გაიკეთოს. დაბალი თვითშეფასების პრობლემა მშობლებიდან მოდის, ბავშვობიდან უნდა შთავაგონოთ გოგონას, რომ ის ლამაზია, სრულფასოვანი და მშვენიერია.

READ  7 საკვები წონაში მომატებისთვის

სახლის პირობებში. ქიმიური ჩარევების გარეშე შეგიძლიათ მოუაროთ ტუჩებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის სკრაბი, ასევე ნატურალური თაფლი, თუ არა გაქვთ ალერგია. თაფლი წაუსვით ნაზ ჯაგრისს და დილა-საღამოს მსუბუქი დარტყმებით ტუჩზე წაისვით. ეს აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ტუჩს კვებავს, ატენიანებს და ვიზუალურ ეფექტს აძლევს.

წყარო 

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა უნდა ვიცოდეთ – ტუჩის გადიდებამდე. 12 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის