გელ-ლაკით შემოსილი ფრჩხილები მანიკიურის შემდეგ

5 მითი გელ-ლაკის შესახებ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

იწვევს მიჩვევას, აფუჭებს ფრჩხილებს, მავნეა – ეს და კიდევ სხვა უამრავი ნეგატიური თვისებები, რომელსაც მიაწერენ გელ-ლაკს. 

აქედან ყველაზე გავრცელებული მითები  გახლავთ:

1) არ შეიძლება მუდმივად გელ-ლაკის ტარება, ფრჩხილებმა უნდა ისუნთქონ.

რეალობა: სინამდვილეში ფჩხილის საფარი შედგება „მკვდარი“ უჯრედებისგან, რომლებიც არ „სუნთქავენ“, ამიტომ გელ-ლაკის ტარება შესაძლებელია შესვენების გარეშე.

2) გელ-ლაკი ათხელებს ფრჩხილებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

რეალობა: ფრჩხილებს ათხელებს არასწორად გამოყენებული ფრეზერის აპარატი ან ქლიბი, როდესაც იქლიბება ფრჩხილის ზედაპირის საფარი გახაოებისას ან გელ-ლაკის მოხსნის დროს.

3) გელ-ლაკი აფუჭებს ფრჩხილებს – მის გამო ფრჩხილები ტყდება და ყვითლდება.

რეალობა: სინამდვილეში შესაძლებელია ფრჩხილები იმტვრეოდეს, ან გაყვითლდეს კიდეც, ოღონდ თუ გელ-ლაკი ტექნიკურად არასწორად, არათანმიმდევრულად არის წასმული და პიგმენტი ჯდება ფრჩხილში.

5 მითი გელ-ლაკის შესახებ

4) სახიფათოა ფრჩხილების გაშრობა ულტრაიისფერ ნათურაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

რეალობა: ნათურაში გამოყოფილი UV სხივების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც ვიღებთ მზის სხივების ქვეშ, ამიტომ საერთოდ არ ღირს გამოსხივებაზე ნერვიულობა.

5) გელ-ლაკის გამოყენება არ შეიძლება ორსულებისთვის ან ლაქტაციის დროს. კიდევ ერთი მითი. ხარისხიანი გელ-ლაკები, რომელსაც გააჩნია ხარისხის გარანტია, არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს და სრულიად უვნებელია.

გაუზიერეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, ვისაც მითების კიდევ სჯერა.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 5 მითი გელ-ლაკის შესახებ. 16 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/5-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ყოველდღიური კვებისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის