ლამაზი და ჯანსაღი კანის მქონე ქალი კანის მოვლის რუტინის დროს

ლამაზი კანი 4 კვირაში

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

დამცავ ფუნქციასთან ერთად კანს ასევე აქვს ესთეტიკური დანიშნულება. ლამაზი, გლუვი, მიმზიდველი კანის მქონე ადამიანი ჯანმრთელად და წარმატებულად ითვლება. 

 

კანის გარეგნული იერსახე 90%-ით დამოკიდებულია ცხოვრების სტილზე, რომელსაც თქვენ მისდევთ. ყველაზე ძვირფასი საცხებიც კი ვერ მოაწესრიგებენ თქვენს კანს, თუ თქვენ არასწორად იკვებებით, მშვიდად არ გძინავთ, ყურადღებას არ აქცევთ მისი მოვლის საშუალებებს და გაქვთ მავნე ჩვევები.

ლამაზი კანი 4 კვირაში

თუ თქვენ სერიოზულად გადაწყვიტეთ ყურადღება მიაქციოთ თქვენს კანს და საქმისადმი სწორი მიდგომით იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოთ, სასურველი პირველი შედეგები შეიძლება მიიღოთ 4 კვირის შემდეგ. ამ პერიოდში კანის ზედა ფენა ახლით შეიცვლება. გაიარეთ რეაბილიტაციის 4 კვირიანი მარტივი პროცედურა და თქვენ გაკვირვებული დარჩებით.

- Advertisement -
Ad imageAd image

პირველი კვირა.

პირველი კვირა მთლიანად ეთმობა ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას. ბუნებრივი წმენდის პროცესი იწყება სწორი კვებით. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ნატურალური წვენები, ახალი ხილი და ბოსტნეული. გამორიცხეთ შაქარი, თეთრი პური, ცხიმიანი საკვები, შემწვარი ხორცი და ცხარე, ყველა ეს პროდუქტი ნეგატიურად აისახება კანის ზოგად მდგომარეობაზე.

მეორე კვირა.

აქტიურად დაატენიანეთ და გამოკვებეთ თქვენი კანი. მეორე კვირას ეცადეთ ყოველ დღე გაიკეთოთ გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღაბი, საღამოს კი მიიღოთ აბაზანა. ნიღბები კანს ახალ იერსახეს დაუბრუნებს. მეორე კვირის პროცედურებთან ერთად გააგრძელეთ და არ შეწყვტოთ ჯანსაღად კვება.

მესამე კვირა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მესამე კვირის მთავარი დავალება არის სწორი და ნაზი აქერცვლა. მოიცილეთ კანიდან მკვდარი უჯრედები, რომ თავისუფლად წარმოიქმნას ახალი უჯრედები. პილინგის შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარეა მკვებავი ნივთიერებების მიმართ და შედარებით უკეთ შეიწოვება ეს ნივთიერებები. აქერცვლის შემდეგ თქვენ დაინახავთ რომ, კანის ახალი საფარი წინასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება.

მეოთხე კვირა.

ამ კვირაში შეგიძლიათ დაიწყოთ მიღებული შედეგების შეფასება. სასურველია თქვენი კანი კოსმეტოლოგის დახმარებით შეაფასოთ, რომელიც ადეკვატურად შეაფასებს და კანის მოვლის პროცესებში აუცილებელ კორექციებს შეიტანს.

READ  კორეული კოსმეტოლოგიის საიდუმლოება: იდეალური კანისკენ მიმავალი გზა

წყარო 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ლამაზი კანი 4 კვირაში. 16 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-4-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის