თეთრი ლაქები კანზე ჰიპოპიგმენტაციის შედეგად

რატომ ჩნდება კანზე თეთრი ლაქები

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ადამიანის კანის ფერი უდიდესწილად ყავისფერი პიგმენტის, მელანინის, შემცველობაზეა დამოკიდებული.

ამ უკანასკნელს სპეციალური უჯრედები – მელანოციტები წარმოქმნიან. არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც მელანინის წარმოქმნა ირღვევა და კანზე ბაცი ლაქები ჩნდება. ასეთი ლაქები განსაკუთრებით თვალში საცემია გარუჯულ კანზე. მიზეზის კვალობაზე, შესაძლოა, პრობლემა მარტივად აღმოიფხვრას ან, პირიქით, ყოველგვარი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს.

ჰიპოპიგმენტაცია პიგმენტის ნაკლებობას ნიშნავს. ამ დროს კანის განსაზღვრული უბანი გარემომცველ კანზე ბაცია. ჰიპოპიგმენტაცია შესაძლოა იყოს ჭეშმარიტი და ცრუ, მდგრადი და გარდამავალი (დროებითი), პირველადი და მეორეული.

 

ჭეშმარიტ ჰიპოპიგმენტაციებს მიეკუთვნება დავადებათა ორი დიდი ჯგუფი: ვიტილიგო და ლეიკოდერმია.

- Advertisement -
Ad imageAd image

რატომ ჩნდება კანზე თეთრი ლაქები

ვიტილიგოთი დაავადებულის მელანოციტები, მელანინის წარმომქმნელი უჯრედები, ფუნქციას კარგავენ – მელანინს ვეღარ წარმოქმნიან. დაავადებაა ავტოიმუნურია, ლაქები სიმეტრიულია. ლეიკოდერმია ლოკალურია ანუ ადგილობრივი, ხშირად – თანდაყოლილი. ლეიკოდერმია შეიძლება პიგმენტურ ნევუსს, ხალს შევადაროთ – ეს უკანასკნელი ჰიპერპიგმენტური ლაქაა, ლეიკოდერმია კი კანის უპიგმენტო ან ჰიპოპიგმენტური უბანია.

მეორეული ჰიპოპიგმენტაციები დაავადებათა შედარებით ვრცელი ჯგუფია. მათგან ყველაზე მეტადაა გავრცელებული სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ჰიპოპიგმენტაცია. მაგალითად, ნაირფერი პიტირიაზის დროს კანზე ჩნდება ლაქები, რომლებიც განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს რუჯის ფონზე, რადგან დაზიანებულ უბნებს მზე არ ეკიდება, ფერმკრთალი რჩება.

ნაირფერი პიტირიაზი არასოდეს ვრცელდება კისრის ზევით და ბარძაყის ქვევით. ის მოიცავს მხოლოდ ტანს (მკერდს, ზურგს), ზედა კიდურებს და, იშვიათად, კისერს. ასეთივე ლოკალიზაცია ახასიათებს პარაფსორიაზსაც.

გაცილებით რთულია ჭეშმარიტი დეპიგმენტაციის მკურნალობა. მაგალითად, არ არსებობს ვიტილიგოს მკურნალობის უნივერსალური ტაქტიკა, რომელიც განკურნების გარანტიას მოგვცემს.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ლაქები მხოლოდ ხელ-ფეხზეა ლოკალიზებული, შესაძლოა, ადამიანს არასოდეს შეუქმნას პრობლემა; თუ სახეზეა, მიდგომა რადიკალურად განსხვავდება: გარდა იმისა, რომ ზრდის სიმსივნის რისკს, ის კოსმეტიკური დეფექტიცაა, რომელიც საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისას მნიშნვნელოვანია დაავადების დაწყების ასაკი. ბავშვობაში დაწყებული ვიტილიგო უფრო აგრესიულია, მისი პროგნოზი უფრო მძიმეა, ვიდრე ზრდასრულ ასაკში დაწყებულისა.

READ  12 საინტერესო ფაქტი

ჰიპოპიგმენტაციის მკურნალობისას ორ უკიდურესობას ვაწყდებით: ნაირფერ პიტირიაზს – ძალიან ადვილად მოსარჩენ დაავადებას – და ვიტილიგოს – მძიმეს, რთულად სამართავს და ცუდი პროგნოზის მქონეს. მაგრამ რითაც არ უნდა იყოს უპიგმენტო ლაქები გამოწვეული, მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება – თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მის მოსაგვარებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა პიგმენტაცია აღდგეს და კანს თავდაცვითი ფუნქცია დაუბრუნდეს.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რატომ ჩნდება კანზე თეთრი ლაქები. 17 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის