ქალის სახე მიმიკური ნაოჭების კორექციის პროცედურის დროს

როგორ ვებრძოლოთ ასაკსა და მიმიკურ ნაოჭებს

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

დღესდღეობით ასაკთან ბრძოლა უფრო გამარტივებულია

და ბევრი შესაძლებლობა არსებობს ქალბატონები და არა მარტო ქალბატონები, მუდამ ლამაზად და ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდნენ.

 

მიმიკური ნაოჭებია: თვალის ირგვლივ ნაოჭები (ე.წ ბატის თათები), წარბებს შორის არსებული ნაოჭები (ე.წ. გაბრაზების ნაოჭები) და შუბლზე არსებული ნაოჭები.

დღეისთვის, არაქირურგიული ჩარევის გზით მიმიკური ნაოჭების კორექციისა და გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდი არის ბოტულოქსინის (ბოტოქსი, დისპორტი) ინექციები, ასევე შუბლზე არსებული ღრმა ნაოჭები შესაძლებელია ამოივსოს ფილერის საშუალებით.

ფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია (ინგ. filler – შემავსებელი). ფილერის საშუალებით შესაძლებელია ღრმა ნაოჭების ამოვსება და ვიზუალურად მათი გაქრობა (მაგ.: ცხვირ–ტუჩის ნაოჭი, წარბებს შორის ნაოჭი, შუბლის ნაოჭი, თვალის ირგვლივი ნაოჭები…).

- Advertisement -
Ad imageAd image

გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებას და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.

როგორ ვებრძოლოთ ასაკსა და  მიმიკურ ნაოჭებს

 

ფილერის შეყვანისთვის სასურველია კანი იყოს მომზადებული – დატენიანებული, რათა მისი ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნდეს. ეფექტის ხანგრძლივობა, საშუალოდ 12-14 თვეა, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შერჩეულ პრეპარტზე.

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ ვებრძოლოთ ასაკსა და მიმიკურ ნაოჭებს. 21 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად დამატენიანებელი კრემი
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის