კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა საქართველოში 2024 წლიდან

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაბიზნესს მიმართავს – „სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

„დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში მყარი ეჭვებისა და არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით, დღეს კონკურენციის სააგენტომ თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე გაასაჯაროვა შედეგები, რომელიც ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, თან ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ – ფასის გაზრდას მედიკამენტებზე.

ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 3-4-ჯერ გაიზარდა, რის საფუძველზეც ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში რჩებოდნენ. რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ჯანდაცვის მინისტრი ფარმაბიზნესს მიმართავს – „სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“. 29 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  კანის მოვლისას დაშვებული შეცდომები
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის