ქალი რეცხავს ცხიმიან თმას სწორი ტექნიკით

როგორ გავუმკლავდეთ ცხიმიან თმას. რჩევები

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

თმას ხშირად იბანთ და ამ ფაქტით გამოწვეული დისკომფორტისგან სამუდამოდ გათავისუფლება გსურთ, თქვენთვის საინტერესო რჩევებს მოვუყარეთ თავი.

მითხარი როგორი ვარცხნილობა გაქვს დილას და გეტყვი როგორი დღე გექნება შენ! – იმ ცნობილი გამონათქვამის ჩვენეულ პერიფრაზს ცხიმიანი თმის მქონე ადამიანები ადვილად გაიგებენ. ყოველ დილას დაბანა, გაშრობა, მოწესრიგება იმდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რომ ხანდახან არ გყოფნის მოთმინება.

ჩვენ გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელმაც დისკომფორტი მკვეთრად უნდა შეგიმციროთ.

მმიშვნელოვანია ტემპერატურის სწორად შერჩევა, სწორად შერჩეულ და მორგებულ შამპუნთან ერთად. რადგან ცხელი წყალი, ორთქლი – აფართოებს ფოლიკულებს, ცივი წყალი – სათანადოდ ვერ აშორებს ჭუჭყს და ზედმეტად ხისტია, არჩევანი ნელ-თბილ ტემპერატურაზე უნდა შევაჩეროთ. რაც შეეხება დაბანის ინტენსივობას, ყოველდღე – ცალსახად ცუდი იდეაა და ვიცით, რომ ადვილია რჩევის მიცემა მაშინ, როცა საკუთარ თავზე არ საუბრობ. თქვენი თმის ღერებს სჭირდება ტენიანობა, სკალპის გამოშრობით სებუმის ჰიპერსეკრეცია, ან მარტივად რომ ვთქვათ ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოთ.

დავარცხნისასაც არ უნდა დაგვავიწყდეს წესები და რაც შეიძლება ხშირად გავწმინდოთ სავარცელი, რომელზეც შესაძლოა პროდუქტის ან ცხიმიანობის კვალი იყოს დარჩენილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

რა თქმა უნდა, პროდუქტების შერჩევისას თქვენი თმის და კანის ტიპით უნდა იხელმძღვანელოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში – მოერიდეთ სილიკონს. ეს რთულად მოსაშორებელი ინგრედიენტი კიდევ უფრო აქტიურდება ცხელი ჰაერის (ფენის, უთოს, სახვევის) ჭავლით და განსაკუთრებით რთულად შორდება ღერებს, რაც თმას უფრო ხშირად დასაბანს ხდის.

როგორ გავუმკლავდეთ ცხიმიან თმას. რჩევები

დაიმეგობრეთ მშრალი შამპუნი! თუ მის სწორად გამოყენებას ისწავლით, ინსტრუქციის მიხედვით განსაზღვრავთ შესხმის დიაპაზონსა და რაოდენობას, მარტივად მოიშორებთ ცხიმიანობას დღის მანძილზე და განიახლებთ ვარცხნილობას.

წყარო

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ გავუმკლავდეთ ცხიმიან თმას. რჩევები. 24 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  3 საზაფხულო ნივთი- რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს გარდერობში
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის