3D პრინტერით დაბეჭდილი ადამიანის ტვინის ქსოვილის მოდელი ლაბორატორიაში

ადამიანის ტვინის ქსოვილი 3D პრინტერის გამოყენებით შექმნეს

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

პირველი ფუნქციური 3D-პრინტერი ტვინის ქსოვილი შეიქმნა ადამიანის ტვინის ფუნქციისა  და სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების შესასწავლად.

მეცნიერებმა 3D პრინტერის გამოყენებით ადამიანის ტვინის ქსოვილი დაბეჭდეს. მკვლევრებს ეს ადამიანის ტვინის ფუნქციის შესწავლაში გამოადგებათ.

ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ექსპერტების თქმით, 3D ბეჭდვითი ტვინის მოდელი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური და ნეიროგანვითარების პრობლემების შესასწავლად, მათ შორის ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადების.

„ეს შეიძლება იყოს ისეთი მოდელი, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთობენ ტვინის უჯრედები და ტვინის ნაწილები ადამიანებში. ამას შეუძლია შეცვალოს ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის, ნეირომეცნიერებისა და მრავალი ნევროლოგიური აშლილობის პათოგენეზის აღქმა”, – თქვა სუ-ჩუნ ჟენგმა, ნეირომეცნიერებისა და ნევროლოგიის პროფესორმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჰორიზონტალური 3D ბეჭდვის მიდგომის გამოყენება
ჩვეულებრივი ვერტიკალური ფენების მეთოდის გამოყენების ნაცვლად, მკვლევრებმა ინოვაციურ ჰორიზონტალურ 3D ბეჭდვის მიდგომას მიმართეს.

ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან წარმოქმნილი ნეირონები რბილი ბიო-მელნის გელის მასალაში მოათავსეს. ეს მათი ზრდისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შემქმნელები აღნიშნავენ, რომ მათ განზრახ შეინარჩუნეს ქსოვილის სიმკვრივე, რათა უზრუნველყონ ჟანგბადისა და საჭირო ნივთიერებების ოპტიმალური გამომუშავება ნეირონებისთვის.

მრავალშრიანი ბეჭდვა საშუალებას აძლევდა უჯრედებს შეექმნათ კავშირები, რის შედეგადაც გაჩნდა ისეთი ქსელები, როგორიც ადამიანის ტვინშია.

ამ ქსელებში ნეირონები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან სიგნალების გაგზავნის სახით. ეს კომუნიკაცია ხდება ნეიროტრანსმიტერების, ქიმიური მესენჯერების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობენ სიგნალების გადაცემას ნეირონებს შორის.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ის რაც შედეგად აღმოვაჩინეთ გასაოცარია. მაშინაც კი, როდესაც ვბეჭდავდით სხვადასხვა უჯრედებს, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ტვინის სხვადასხვა ნაწილს, მათ მაინც შეეძლოთ ერთმანეთთან კონტაქტი განსაკუთრებული და სპეციფიკური გზით”, – თქვა ჟენგმა პრესრელიზში.

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს უჯრედების ტიპები და განლაგება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ადამიანის ტვინის ქსოვილი 3D პრინტერის გამოყენებით შექმნეს. 5 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  პატარა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ჰაბლმა წყლის ორთქლი დააფიქსირა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის