ლაზერული ეპილაციის პროცედურა სალონში

სახიფათოა თუ არა ეპილაცია ორსულობის დროს

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოშორების პოპულარული მეთოდია.

ბევრი ექიმი ურჩევს ორსულ ქალებს, თავი შეიკავონ ლაზერული ეპილაციისგან. ჩვენ აგიხსნით, რატომ შეიძლება ლაზერული ეპილაცია ორსულობისას არაეფექტური იყოს.

ექიმი ან ლაზეროთერაპევტი ლაზერის სხივს ანათებს იმ უბანს, სადაც კლიენტს თმის მოშორება სურს. ლაზერის სხივი რეაგირებს თმის მუქ პიგმენტზე, აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმემდე და გადასცემს მას სითბოს. სითბოს გადაცემის შედეგად ფოლიკული ზიანდება. მისგან შეიძლება თმა მომავალში ისევ გაიზარდოს, მაგრამ ის თავდაპირველზე უფრო თხელი და სუსტი იქნება.

სახიფათოა თუ არა ეპილაცია ორსულობის დროს

ორსულობისას მრავალი ჰორმონის დონე იცვლება. ესტროგენებისა და ანდროგენების დონის მომატებამ შეიძლება თმის ჭარბი ზრდა გამოიწვიოს, სხეულის იმ უბნებშიც კი, სადაც თმა მანამდე არასდროს გქონიათ. შეიძლება მოულოდნელად თმა შეამჩნიოთ მუცელზე, სახეზე, კისერზე, მკერდზე და მკლავებზე. ორსულობისას თმის ჭარბი ზრდა ძალიან გავრცელებული მოვლენაა და, საბედნიეროდ, მხოლოდ დროებითია – მშობიარობის შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგება.

- Advertisement -
Ad imageAd image

მშობიარობის შემდეგ კი ჰორმონები ნორმალურ დონეს უბრუნდება და თმის ჭარბი ზრდა წყდება. ამასთან ერთად, თმის ცვენაც უფრო ინტენსიური ხდება. ასე რომ, ის ზედმეტი თმა, რისი მოშორებაც გსურთ, მშობიარობის შემდეგ შეიძლება თავისით დაგცვივდეთ.

პირველ რიგში, ლაზერული ეპილაციის გავლენა ორსულობაზე სათანადოდ არ არის შესწავლილი. არსებობს ძალიან მწირი რაოდენობის კვლევა, რომლებიც სარწმუნო მონაცემებს ვერ იძლევიან.

ამ თემაზე კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან რთულია, რადგან მეცნიერებს არ სურთ დედების და ბავშვების პოტენციურად საზიანო გამოსხივებასთან ექსპოზიცია.

ექიმთა უმრავლესობა ორსულ ქალებს ურჩევს ჩაიტარონ რაც შეიძლება ცოტა ჩარევა ორსულობის დროს და თუ რომელიმე პროცედურა სავალდებულო არ არის, მისგან თავი შეიკავონ.

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). სახიფათოა თუ არა ეპილაცია ორსულობის დროს. 24 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები კანზე?
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის