50 წელს გადაცილებული ადამიანი ტვინის ჯანმრთელობის პრობლემებით

კოვიდმა 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინზე ნეგატიური გავლენა იქონია

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კვლევის მიხედვით, კოვიდპანდემიამ დიდ ბრიტანეთში 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინის ჯანმრთელობაზე იმოქმედა. წერს BBC .

კვლევა ექსეტერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. კვლევაში 3 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც ყოველწლიურად ავსებენ კითხვარს და კოგნიტიურ ტესტებს გადიან. შედეგებმა მათი ტვინების ფუნქციონირებაში ვარდნა დააფიქსირა.

მეცნიერების დასკვნით, კვლევის შედეგები შეიძლება სტრესით, მარტოობით და ალკოჰოლის მოხმარებით აიხსნას. კოვიდთან დაკავშირებულ შიშებთან გამკლავებამ და გაურკვევლობამ ადამიანების რუტინა დაარღვია და შესაძლოა ტვინის ჯანმრთელობაზე „რეალური, ხანგრძლივი გავლენა ჰქონდეს“.

კვლევით დადგინდა, რომ კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება ყველაზე სწრაფად პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, ლოკდაუნების დროს გაიზარდა. მეხსიერებასთან დაკავშირებული ფუნქციის დაქვეითება მეორე წელსაც გაგრძელდა. ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომელთაც მეხსიერების პრობლემები პანდემიამდეც ჰქონდათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

კვლევის მიზანი ჯანმრთელი ტვინის დაბერების მექანიზმის შესწავლა და დემენციის განვითარების მიზეზების დადგენა იყო. ავტორები მომავალში მის გაგრძელებას გეგმავენ. თუმცა, არსებული მონაცემებით, მათ უკვე შეუძლიათ გააკეთონ დასკვნა, რომ პანდემიის დროს არსებულმა პირობებმა ტვინის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვია.

#datashvil

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). კოვიდმა 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინზე ნეგატიური გავლენა იქონია. 6 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/kovidma-50-tsels-gadatsilebuli-adamianebis-tvinze-negatiuri-gavlena-iqonia/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ულტრა პროცესირებული საკვები აქვეითებს კოგნიტურ ფუნქციას
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის