ქალი შორის მაკიაჟს ბამბის ტამპონით

მაკიაჟის მოშორების თანმიმდევრობა და წესები

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მაკიაჟის მოშორების სწორი თანმიმდევრობა და წესები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

დემაკიაჟი – სახის კანის მაკიაჟისგან გასუფთავებას ნიშნავს. დეკორატიული კოსმეტიკა, პრაქტიკულად, არ სცილდება წყლით. ამიტომაც კოსმეტიკაში არსებობს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი საშუალებების საკმაოდ ფართო არჩევანი.

მშრალი კანი ხშირად მგრძნობიარეა და მისთვის დამახასიათებელია ადრეული დაბერება და ჭკნობა. ამიტომაც ასეთი ტიპის კანისთვის უნდა შეირჩეს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ნაზი საშუალება. გამოდგება ორფაზიანი ტონიკები, რომლებიც წყალსა და ზეთებზეა დამზადებული.

ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია სიპრიალე და ის გამონაყარისკენ არის მიდრეკილი. ამიტომაც ცხიმიანი კანის დემაკიაჟი უფრო ინტენსიური უნდა იყოს. რეკომენდებულია გელები და ქაფები, რომლებიც სველ კანზე ისმევა და შემდეგ წყლით იბანება.

ნორმალური კანი მკვრივი და ელასტიკურია. მისთვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი ფერი. ის არ პრიალებს, როგორც ცხიმიანი კანი და არც იქერცლება, როგორც მშრალი. ასეთი კანი იტანს ყველანაირ გამწმენდ საშუალებას. თუმცა მაინც უმჯობესია, გამოიყენოთ მსუბუქი მუსი ან მაკიაჟის ჩამოსაშორებელი რძე.

- Advertisement -
Ad imageAd image

როგორ გავიკეთოთ ეფექტურად დემაკიაჟი?

გაწმენდის პროცედურისას უმჯობესია, გამოიყენოთ ბამბის ტამპონები. ისინი არ გორგოლავდება, არ ტოვებს კანზე ბამბის ბუსუსებს და არ იწოვს დემაკიაჟისთვის განკუთვნილ ბევრ საშუალებას.

მაკიაჟის მოშორების თანმიმდევრობა და წესები

 

გირჩევთ ჩაიტაროთ დემაკიაჟი შემდეგი თანმიმდევრობით: ხელები (უბრალოდ, კარგად დაიბანეთ საპნით იმისათვის, რომ მოიშოროთ ჭუჭყი, ცხიმი და ოფლი), შემდეგ გაიწმინდეთ ტუჩები, წამწამები და წარბები, ხოლო ბოლოს სახის კანი.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). მაკიაჟის მოშორების თანმიმდევრობა და წესები. 26 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  5 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის,რომელიც შეუდარებელ ფორმაში ყოფნისათვის დაგეხმარებათ
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის