ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუგაგაცნობთ ნიჭიერ მუსიკოსსა და ვოკალისტს, თეონა შატბერაშვილს, რომელიც ლონდონის გალა კონცერტზეა მიწვეული

გაგაცნობთ ნიჭიერ მუსიკოსსა და ვოკალისტს, თეონა შატბერაშვილს, რომელიც ლონდონის გალა კონცერტზეა მიწვეული

მედიაჰოლდინგი “შენი” ნიჭიერ მუსიკოსს, ვოკალისტს – თეონა შატბერაშვილს გაგაცნობთ, რომელსაც წარმატებისკენ სწრაფვაში საზოგადობის ჩართულობისა და გულისხმიერების იმედი აქვს. რაში სჭირდება საზოგადოების ჩართულობა და რა არის მისი სამომავლო გეგმები – ინტერვიუდან შეიტყობთ:

– ქალბატონო თეონა, გაეცანით საზოგადოებას…

– დავიბადე 1981 წელს თბილისში , პედაგოგის და ინჟინრის ოჯახში. მუსიკას 4 წლის ასაკიდან ვეზიარე. დედას დიდი წვლილია ჩემი, როგორც მუსიკოსის, ჩამოყალიბებაში.

დავამთავრე რუსული სკოლა, ასევე შვიდწლედი, 96-2001 წლებში ვსწავლობდი მუსიკალურ ტექნიკუმში, საფორტეპიანო განხრით. 2000-2004 წლებში  კი პედაგოგიურ უმაღლეს სასწავლებელში საკონცერტმეისტერო განხრით. 2002-2008 წლებში დავამთავრე კონსერვატორია, -აკადემიური ვოკალის მიმართულებით, როგორც ბაკალავრია, ისე მაგისტრატურა. მრავალ წელია ვემსახურები ვოკალს. ბევრი კონცერტი მაქვს ჩატარებული.

გაგაცნობთ ნიჭიერ მუსიკოსსა და ვოკალისტს, თეონა შატბერაშვილს, რომელიც ლონდონის გალა კონცერტზეა მიწვეული

– თქვენი შემოქმედებითი წარმატებების შესახებაც გვესაურეთ.

– ნობელის არტისტების საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დავიკავე.  2015 წელს მაქვს მონაწილეობა მიღებული მარმარისის საერთაშორისო კონკურში, ავიღე პრიზი -ლამაზი ხმისთვის. ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო სოლო კონცერტის გამართვაც, სადაც  დასავლეთ ევროპული, რუს და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შევასრულე.

2017 წელს მაქვს აღებული წლის პედაგოგის წოდებაც. 2023 წლის დეკემბერში მივიღე მონაწილეობა ბაქოში “მომავლის ვარსკვლავების” საერთაშორისო კონკურში.

გაგაცნობთ ნიჭიერ მუსიკოსსა და ვოკალისტს, თეონა შატბერაშვილს, რომელიც ლონდონის გალა კონცერტზეა მიწვეული

ნეოემბერ- დეკემბერში,  ონლაინ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში მივიღე მონაწილეობა, ეს არის ინგლისისა და უკრაინის ერთობრილი პროექტი. არ მეგონა, რომ ასეთ შეფასებას მომცემდნენ 1-2- ადგილი დავიკავე,  შოკირებული ვიყავი საერთაშორიო კონკურსია, უცხო ქვეყნის ჟიური გაფასებს. მოტივაცია მომეცა, მე უნდა განვაგრძო ამ სფეროში ყოფნა და წინ წავიდე, იმედი არ გავუცურო ჩემს გვერდში მდგომ ადამიანებს.

გაგაცნობთ ნიჭიერ მუსიკოსსა და ვოკალისტს, თეონა შატბერაშვილს, რომელიც ლონდონის გალა კონცერტზეა მიწვეული

– როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ლონდონში გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ემზადებით…

– საერთაშორისო კუნკურსს ,,Golden time talant”- შევასრულე სამი ნაწარმოები, მაღალი ქულები და ჟიურის შეფასებები ავიღე. მომივიდა მოწვევა 15 სექტემბერს, გალა კონცერტზე, როგორც გამარჯვებულმა, უნდა მივიღო მონაწილეობა. მოვხვდი სუკეთესეოებში, ეს არის უფლის წყალობა.  ერთადერთი პრობლემა, რომელიც მიშლის ხელს, ფინანსებია, დიდძალ თანხებთან არის დაკავშირებული. 6000 დოლარია საჭირო იმისთვის,  რომ მე საქართველოს სახელით წარვსდგე მსმენლის წინაშე. ვაჩვენო, თუ რა არის ქართული ვოკალური სკოლა და რომ ჩვენც შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ ევროპულ ქვეყნებს.

ფინანსების არქონის შემთხვევაში ვერ წავალ. იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს ამხელა თანხის შესაძლებლობა არ აქვს,  ვიმედოვნებ, რომ ჩემი შრომა მოღვაწეობა დამიფასდება.

– რას  ელოდებით ამ კონკურსისგან?

– ჩემთვის ლონდონში წასვლა იქნება კარიერული ტრამპლინი. იმიტომ მინდა წასვლა, რომ განვვითარდე, რა თქმა უნდა საქართველოს სახელით.  აქ დავიბადე გავიზარდე, აქ მივიღე განათლება.

გულსატკენი ის არის, რომ უკეთესი კარიერა შეიძლებოდა ამეწყო, დედაჩემის ბოლო სიტყვებიც სწორედ ეს იყო, რომ არ ჩამექნია ხელი, უარი არ მეთქვა სამუსიკო კარიერაზე.

43 წლის ვარ, კიდევ შემწევს ძალა და მოტივაცია იმისა, რომ ვიმღერო. იმპრესარიო და ფინანსური გვერდში დგომა მჭირდება. რომ დაიგეგმოს ჩემი კარიერული წინსვლა, ურთულესი გზის გავლა მომიწევს ლონდონისკენ, თუ ხელი  შემეწყობა და დახმარება იქნება. ფართო ასპარეზზე გასვლა ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რომ ყველაფერი გავაკეთო საქართველოს სახელით.

გაგაცნობთ ნიჭიერ მუსიკოსსა და ვოკალისტს, თეონა შატბერაშვილს, რომელიც ლონდონის გალა კონცერტზეა მიწვეული

-რა იქნება თქვენი მესიჯი საზოგადოებისთვის?

-მინდა ვიპოვო ადმიანი, რომელიც კარიერის სწორად დაგეგმვაში დამეხმარება და  დამაკვალიანებს.

უცხოეთში, საქართველოს სახელით საკონცერტო მოღვაწეობას მინდა მივყო ხელი და  ვიმოღვაწეო როგორც ვოკალურად ისე პედაგოგიურად.

ავტორი: თამარ ფიცხელაური

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები