ნედლი კარტოფილის ნაჭრები სახის კანის პიგმენტაციის მოსაშორებლად

ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

რეგულარულად კანის მოვლის დროსაც კი გარემო ფაქტორები დიდ როლს ასრულებს მის მდგომარეობაზე. ჯანსაღი კანი ყველა ქალის ოცნებაა, რომელიც შეიძლება აიხდინოთ ძვირადღირებული პროცედურებით, მაგრამ ამას ყველა ნამდვილად ვერ შეძლებს. არაჯანსაღი საკვები, სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორები აზიანებს კანის მდგომარეობას.

კანის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა ჰიპერპიგმენტაცია. ამას იწვევს ხანგრძლივად მზეზე ყოფნა, ორსულობა, ჰორმონალური დარღვევა, ღვიძლის დაავადება, ვიტამინი C დეფიციტი და ასე შემდეგ. პრობლემა შეიძლება დაიძლიოს მრავალი საშუალებით, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტები იაფია, შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს სამზარეულოში და რაც მთავარია, ისინი ბუნებრივია.

 

კანის პიგმენტაციის ნატურალური ნიღბები

ალოე

 

წვენი, რომელსაც ეს ჯადოსნური მცენარე შეიცავს, შველის არაა მარტო ჭრილობების შეხორცებას და უჯრედების აღდგენას, არამედ შესანიშნავია პიგმენტაციისთვის. ახალგაზრდა ალოეს ფოთლისგან გამოწურეთ წვენი და ძილლის წინ წაისვით ლაქებზე.

ნატურალური იოგურტი ან კეფირი

რძის მჟავა, რომელსაც ეს პროდუქტები შეიცავს, ეფექტურად წმენდს ლაქებს, არბილებს და ასუფთავებს კანს. გამოიყენეთ უბრალო იოგურტი ან კეფირი, როგორც სახის ნიღაბი; წაისვით სახეზე და გაიჩერეთ არაუმეტეს 20 წუთი.

კარტოფილი

 

ვიტამინის B და ნიკოტინამიდის წყალობით, ეს პროდუქტი ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას და მის გაღიავებას. წაისვით სახეზე 3-ჯერ დღეში 5-7 წუთით ნედლი კარტოფილის ნაჭრები.

ოხრახუში

 

კანზე ასაკობრივი ლაქები ჩნდება ვიტამინების ნაკლებობით, ეს შეიძლება გამოსწორდეს ოხრახუშის დახმარებით. მცენარის ფოთლები, ღერო და ძირები გარეცხეთ, დაჭერით და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. წაისვით ფაფა სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი.

კურკუმა

 

ფორთოხლისფერი სანელებლები საკმაოდ პოპულარულია აღმოსავლეთში, როგორც კანის გათეთრების აგენტი. ნიღაბი კურკუმას და ნაღების გამოიყენება არა უმეტეს კვირაში ერთხელ.

კიტრი

 

ბოსტნეული ხელს უწყობს კანის ელასტიურობის გაზრდას კოლაგენის შემცველობის გამო, ატენიანებს და კვებავს და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს. წაისვით კიტრის წვენი ყოველ დღე და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a4/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  Როგორ მოვამზადოთ ხელის დამარბილებელი ნიღაბი სახლში
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის