9 დღიანი დიეტა,შეგიძლიათ დაკარგოთ ზედმეტი 9 კილოგრამი მარტივად, სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!

0
19
#image_title

ამ დიეტას ადვილად შეუძლია 9 დღის განმავლობაში 9 კგ-მდე დაგაკარგვინოთ, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან. ეს არის მონოდიეტა, რომელიც მოიცავს სამ ციკლს, თითოეული იმართება ერთი სახის პროდუქტებით: ბრინჯი, ქათამი და ბოსტნეული.

პირველი ორი პროდუქტი მდიდარია ნახშირწყლებით და ცილებით,  ბოსტნეული – ბოჭკოვანი ნივთიერებით, რომელიც ეხმარება ორგანიზმში საბოლოო “დასუფთავების” ჩატარებას,  ნაწლავების გათავისუფლებას ტოქსინებისგან.

1-3 დღე

პირველი 3 დღის დიეტა – ბრინჯი. დილით გარეცხეთ 250 გრამი ბრინჯი, დაასხით 500 გრამი მდუღარე წყალი და 15 წუთი ხარშეთ. მოხარშული ბრინჯი 6 მიღებაზე მიირთვით დღის განმავლობაში. ბოლო კვება უნდა იყოს არა უგვიანეს საღამოს 8 საათზე. ბრინჯის დღებში უნდა მიიღოთ 3 ს/კ თაფლი და 2,5 ლიტრი სუფთა წყალი.

4-6 დღე

 

ამ დღეებში უნდა მიირთვათ მხოლოდ ქათამი. ქათამი ან ვარია უნდა იყოს არა უმეტეს 1,200კგ. მოხარშული და კანგაცლილი. ხორცი გაყავით 6 ნაწილად და ბოლო კვება უნდა იყოს საღამოს 8 საათზე. ამ დღეებში არ შიძლება თაფლის მიღება, მაგრამ 2,500 ლიტრი წყალი აუცილებელია.

 

7-9 დღე

 

ბოსტნეულის დღეებია, უნდა მიირთვათ 500 გრამი ნედლი ბოსტნეული და 500 გრამი ორთქლზე, წყალში ან მოშუშული ბოსტნეული. ამ დღეებშიც 6 მიღებაზე უნდა განაწილდეს და ბოლო კვება არაუგვიანეს საღამოს 8 საათისა. არ დაგავიწყდეთ თაფლიანი წყლის მიღება და ბონუსად მწვანე ჩაი ნებისმიერი სახით.

ეს დიეტა იდეალურია წონის სწრაფად და ეფექტურად დასაკლებად.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ