ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

0
18
#image_title

ინტიმური ჰიგიენა საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. მის შესახებ სახალხოდ თითქმის არ საუბრობენ. ხშირად ოჯახშიც ეუხერხულებათ ამ თემის განხილვა. შედეგად ბავშვები იზრდებიან ისე, რომ ბევრ შეცდომას უშვებენ სხეულის მოვლისას.

პირველ რიგში, ეს ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის. ამის მიზეზი კი უფრო მეტად არაკომპეტენტურობაა, ვიდრე სიზარმაცე. მოდით განვიხილოთ, თუ რა შეცდომას უშვებს სხეულის მოვლის საკითხში ყოველი მეორე ქალი.

ტუალეტის ქაღალდის არასწორი გამოყენება

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

ექიმები აღნიშნავენ, რომ ქვედა ტანის დაბანა და გაწმენდა მხოლოდ წინიდან უკან უნდა ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბაქტერიები უკანა ტანიდან წინ მოხვდეს და დაარღვიოს გენიტალიების მიკროფლორა. ხშირად ეს იწვევს ცისტიტსაც.

ჰიგიენის აგრესიული საშუალებების გამოყენება

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

ანტიბაქტერიული საპონი და პარფიუმერული გელები შეიცავს აგრესიულ აქტიურ ნივთიერებებს. ისინი აზიანებს ინტიმური ადგილის მგრძნობიარე კანს და იწვევს მის გაღიზიანებას. გინეკოლოგები ქალებს ჩვეულებრივი თბილი წყლით დაბანას ურჩევენ ან სპეციალური ნეიტრალური საშუალებების გამოყენებას.

შეუსაბამო საშუალებების გამოყენება

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

ინტიმურ ადგილებში ასევე არ არის რეკომენდებული ზეთოვანი დუშგელის წასმა, მისი კომპონენტებიც საზიანოდ მოქმედებს ლორწოვან გარსზე. ასევე არ შეიძლება სკრაბების გამოყენება, თუმცა შეგიძლიათ შეარჩიოთ წვრილი აბრაზიული ნაწილაკების შემცველი საშუალებები (ცხადია, ექიმთან კონსულტაციის შედეგად).

ჩაზრდილი თმის იგნორირება

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

თმის ჩაზრდა ძირითადად ხდება შუგარინგის ან ეპილაციის შედეგად. ამის იგნორირება კი არ შეიძლება, რადგან შესაძლოა განვითარდეს ჩირქგროვები. მათი თავიდან არიდების მიზნით, გარკვეული დროის განმავლობაში მოერიდეთ თმის მოშორების პროცედურებს.

პირსახოცის არასწორად გამოყენება

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

იდეალურ შემთხვევაში სხეულის ინტიმური ნაწილისთვის გამოყოფილი უნდა გქონდეთ ცალკე პირსახოცი. თუმცა, რეალობის გათვალისწინებით, საკმარისია ის იყოს შედარებით ახალი და სუფთა. ბიკინის ზონის უხეშად და დიდხას გამშრალება არ ღირს, რათა არ მოხდეს მისი გაღიზიანება.

არომატიზირებული საშუალებების გამოყენება

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ინტიმური ადგილის ბუნებრივი სუნის ჩახშობა არამხოლოდ უაზროა, არამედ სახიფათოც. არიმატიზებული ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები ან სპეციალური დეოდორანტები – არამხოლოდ ფულის ყრაა, არამედ, მათ ალერგიული რეაქციების პროვოცირებაც შეუძლიათ.

გამორეცხვა

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

ექიმის რეკომენდაციის გარეშე გამორეცხვების ჩატარება არ შეიძლება, რადგან ამ დროს ხდება სასარგებლო ბაქტერიების გამორეცხვაც. შედეგად, ირღვევა მიკროფლორა.

ჰიგიენის საშუალებების იშვიათი გამოცვლა

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

მენსტრუაციის დროს ტამპონისა და საფენების ცვლა რეკომენდებულია 2-4 საათში ერთხელ. გინეკოლოგები ამ ორი საშუალების გამოყენებას 4 საათზე დიდხანს არ ურჩევენ, ვინაიდან მათშიც მრავლდება ბაქტერიები.

ყოველდღიური საფენების გამოყენება

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

ექიმები ყოველდღიური საფენების (განსაკუთრებით არომატიზატორებიანის) სისტემატურ გამოყენებას არ გვირჩევენ. საქმე იმაშია, რომ ეს საფენები ბლოკავს ჰაერის მოძრაობას და ასეთ პირობებში ხდება ბაქტერიების სწრაფი გამრავლება.

უხარისხო თეთრეულის ტარება

ინტიმური ჰიგიენა: სხეულის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა პირად ჰიგიენაში. ხელოვნური მასალისგან დამზადებული საცვლები აფერხებს ჰაერის ცირკულაციას და არ შთანთქავს ტენს. ამ შემთხვევაშიც ხდება მავნე ბაქტერიების დაგროვება.

ქალების უმრავლესობა შეცდომას არა მიზანმიმართულად, არამედ არაინფორმულობის გამო უშვებს. ინტიმური ჰიგიენის ჩამოყალიბება ხდება ბავშვობიდან. ასე რომ, სასურველია სწორი ინფორმაცია გადავცეთ მომავალ თაობასაც.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ