სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

0
18
#image_title

სუპერმარკეტების თაროებზე თითქმის ყველაფერს ნახავთ. მრავალი პროდუქტის შესახებ არც კი გვსმენია ან ყურადღებას არ ვაქცევთ. უმრავლესობა ადამიანებისა გაკვალულ გზას მისდევს და ჩვეულ პროდუქტებს მიირთმევს, რომლებშიც შაქრისა და კალორიების სიუხვეა.

დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებსაც გვერდით ჩავუვლით ხოლმე და არ ვიცით, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ორგანიზმისთვის.

  1. რევანდი 

ეს მცენარე ამინომჟავების შემცველობის სიუხვით ნიახურსა და ისპანახს უტოლდება. C ვიტამინის შემცველობით – მოცხარს, ხოლო კალიუმით – ბულგარული წიწაკის კონკუტრენტია.  მისგან შესაძლებელია როგორც სალათებისა და გარნირების, ასევე დესერტების მომზადება.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. ყველი ტოფუ

ეს სოიოს ყველი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ხელს უშლის ათეროსკლეროზისა თუ სიმივნური პროცესების განვითარებას. შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმსა და B ვიტამინს. შედეგად ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და ანელებს დაბერების პროცესს.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. ბრიუსელის კომბოსტო

ამ პატარა კომბოსტოში C ვიტამინის შემცველობა 3 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობებში და თანაბარია შავ მოცხარში მისი შემცველობისა. ასევე მცენარეული ცილასაც 3 ჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ყვავილოვანი ან თეთრი ჩვეულებრივი კომბოსტო. ბრიუსელის კომბოსტოსგან გემრიელი ცხელი სალათა მზადდება. იგი საუკეთესოა გარნირის სახითაც თევზთან ან ხორცთან.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. ქინოა

აღსანიშნია, რომ ნასა – ს სპეციალისტებმა ეს სუპერპროდუქტი კოსმონავტების რაციონში ჩართეს, ვინაიდან კვებითი ღირებულებით ქინოა მცენარეულ სამყაროში უკონკურენტოა. მაგალითისთვის, ცილის შემცველობა ქინოაში 14 -18 % ია, მაშინ როცა წიწიბურაში ეს მაჩვენებელი 12 – ია, ხოლო ბრინჯში – მხოლოდ 7%.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. ნიახური

100 გ ნიახური შეიცავს ვიტამინ  K-ს დღე-ღამური ნორმის 33 % ს. ამის გამო ეს პროდუქტი ოსტეოპოროზისა და კარიესის განვითარებას ეფექტურად უშლის ხელს. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით კი ნიახური ართრიტებისა და ალცჰეიმერის დაავადების საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. მსხვილად დაღერღილი ხორბლის მაკარონი

ჩვეულებრივი მაკარონისგან განსხვავებით მსხვილად დაღერღილი ხორბლის მაკარონი დიეტური საკვებიც კია. საქმე იმაშია, რომ ამ უკანასკნელის გლიკემიური ინდექსი 55 ია. შედარებისთვის: კარტოფილში ეს მაჩვენებელი 65 ია, სიმინდში – 70, ველურ ბრინჯში – 65, ლუდში კი -110. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ მაკარონში არსებული ნახშირწყლები იშლება საკმაოდ ნელა და ამიტომ ადამიანს დიდი ხნის მანძილზე აქვს დანაყრების შეგრძნება.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. ნეკნების ხორცი

ნეკნის ხორცი გამოირჩევა უჩვეულო სინაზითა და სირბილით. თერმულად დამუშავების შემდეგ კი ეს ხორცი პირდაპირ პირში დნება. ჩაშუშული სახით საქონლის ნეკნები იდეალური სადილია. გამომცხვარი კი – სხვადასხვა ბოსტნეულის გარნირთან ერთად – სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. არტიშოკი

ეს მცენარე გურმანებისთვის ნამდვილი საჩუქარია. არტიშოკი აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მოქმედებას და წესრიგში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის სისტემა. გარდა ამისა, საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით კი გამაჯანსაღებლად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

9. კალმარი

ზღვის ამ თავფეხიანი ცხოველის როგორც სხეული, ასევე კიდურები ძალიან უხდება სუფებს, სხვადასხვა სალათს, შემწვარ თუ მოთუშულ ბოსტნეულს. ყველაზე გემრიელ და საოცარ გემოს კი გრილზე მომზადებისას იძენს.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

10. ოსპი

ოსპი დიეტურ პროდუქტებს მიეკუთვნება. ამიტომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის ის სულ უფრო პოპულარული ხდება. მცენარის მარცვლები პრაქტიკულად არ შეიცავს  ცხიმებს. სამაგიეროდ მდიდარია ცილებითა და რთული ნახშირწყლებით, რომლებიც ხანგრძლივად დანაყრების საშუალებას იძლევა. ოსპისგან არაჩვეულებრივი წვნიანები მზადდება.

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

გსურთ კარგად გამოიყურებოდეთ და იშვიათად ავადობდეთ?  ჩართეთ თქვენს რაციონში ეს საოცარი პროდუქტები და იყავით ჯანმრთელები!

ეს სასარგებლო სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ