10 სასარგებლო პროდუქტი, რომელსაც გვერდს უვლით

სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

10 სასარგებლო პროდუქტი, რომელსაც გვერდს უვლით
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სუპერმარკეტების თაროებზე თითქმის ყველაფერს ნახავთ. მრავალი პროდუქტის შესახებ არც კი გვსმენია ან ყურადღებას არ ვაქცევთ. უმრავლესობა ადამიანებისა გაკვალულ გზას მისდევს და ჩვეულ პროდუქტებს მიირთმევს, რომლებშიც შაქრისა და კალორიების სიუხვეა.

დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებსაც გვერდით ჩავუვლით ხოლმე და არ ვიცით, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ორგანიზმისთვის.

  1. რევანდი 

ეს მცენარე ამინომჟავების შემცველობის სიუხვით ნიახურსა და ისპანახს უტოლდება. C ვიტამინის შემცველობით – მოცხარს, ხოლო კალიუმით – ბულგარული წიწაკის კონკუტრენტია.  მისგან შესაძლებელია როგორც სალათებისა და გარნირების, ასევე დესერტების მომზადება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
  1. ყველი ტოფუ

ეს სოიოს ყველი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ხელს უშლის ათეროსკლეროზისა თუ სიმივნური პროცესების განვითარებას. შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმსა და B ვიტამინს. შედეგად ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და ანელებს დაბერების პროცესს.

  1. ბრიუსელის კომბოსტო

ამ პატარა კომბოსტოში C ვიტამინის შემცველობა 3 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობებში და თანაბარია შავ მოცხარში მისი შემცველობისა. ასევე მცენარეული ცილასაც 3 ჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ყვავილოვანი ან თეთრი ჩვეულებრივი კომბოსტო. ბრიუსელის კომბოსტოსგან გემრიელი ცხელი სალათა მზადდება. იგი საუკეთესოა გარნირის სახითაც თევზთან ან ხორცთან.

  1. ქინოა

აღსანიშნია, რომ ნასა – ს სპეციალისტებმა ეს სუპერპროდუქტი კოსმონავტების რაციონში ჩართეს, ვინაიდან კვებითი ღირებულებით ქინოა მცენარეულ სამყაროში უკონკურენტოა. მაგალითისთვის, ცილის შემცველობა ქინოაში 14 -18 % ია, მაშინ როცა წიწიბურაში ეს მაჩვენებელი 12 – ია, ხოლო ბრინჯში – მხოლოდ 7%.

  1. ნიახური

100 გ ნიახური შეიცავს ვიტამინ  K-ს დღე-ღამური ნორმის 33 % ს. ამის გამო ეს პროდუქტი ოსტეოპოროზისა და კარიესის განვითარებას ეფექტურად უშლის ხელს. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით კი ნიახური ართრიტებისა და ალცჰეიმერის დაავადების საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა.

  1. მსხვილად დაღერღილი ხორბლის მაკარონი

ჩვეულებრივი მაკარონისგან განსხვავებით მსხვილად დაღერღილი ხორბლის მაკარონი დიეტური საკვებიც კია. საქმე იმაშია, რომ ამ უკანასკნელის გლიკემიური ინდექსი 55 ია. შედარებისთვის: კარტოფილში ეს მაჩვენებელი 65 ია, სიმინდში – 70, ველურ ბრინჯში – 65, ლუდში კი -110. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ მაკარონში არსებული ნახშირწყლები იშლება საკმაოდ ნელა და ამიტომ ადამიანს დიდი ხნის მანძილზე აქვს დანაყრების შეგრძნება.

  1. ნეკნების ხორცი
READ  იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა ჭამ და არ სუქდები. ფიგურის შესანარჩუნებლად და თვითკმაყოფილებისთვის აირჩიეთ ჯანსაღი წახემსება.

ნეკნის ხორცი გამოირჩევა უჩვეულო სინაზითა და სირბილით. თერმულად დამუშავების შემდეგ კი ეს ხორცი პირდაპირ პირში დნება. ჩაშუშული სახით საქონლის ნეკნები იდეალური სადილია. გამომცხვარი კი – სხვადასხვა ბოსტნეულის გარნირთან ერთად – სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს.

  1. არტიშოკი

ეს მცენარე გურმანებისთვის ნამდვილი საჩუქარია. არტიშოკი აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მოქმედებას და წესრიგში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის სისტემა. გარდა ამისა, საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით კი გამაჯანსაღებლად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

9. კალმარი

ზღვის ამ თავფეხიანი ცხოველის როგორც სხეული, ასევე კიდურები ძალიან უხდება სუფებს, სხვადასხვა სალათს, შემწვარ თუ მოთუშულ ბოსტნეულს. ყველაზე გემრიელ და საოცარ გემოს კი გრილზე მომზადებისას იძენს.

10 სასარგებლო პროდუქტი, რომელსაც გვერდს უვლით

10. ოსპი

ოსპი დიეტურ პროდუქტებს მიეკუთვნება. ამიტომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის ის სულ უფრო პოპულარული ხდება. მცენარის მარცვლები პრაქტიკულად არ შეიცავს  ცხიმებს. სამაგიეროდ მდიდარია ცილებითა და რთული ნახშირწყლებით, რომლებიც ხანგრძლივად დანაყრების საშუალებას იძლევა. ოსპისგან არაჩვეულებრივი წვნიანები მზადდება.

10 სასარგებლო პროდუქტი, რომელსაც გვერდს უვლით

გსურთ კარგად გამოიყურებოდეთ და იშვიათად ავადობდეთ?  ჩართეთ თქვენს რაციონში ეს საოცარი პროდუქტები და იყავით ჯანმრთელები!

ეს სასარგებლო სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge

სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/სასარგებლო-ნაკლებადპოპუ/

სტატიის ციტირება
შენი სილამაზე. სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტების სია რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%a3/
shenisilamaze.ge
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
#drpkhakadze
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.