როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი

0
22
#image_title

გოგონებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან სურთ პრინცესებივით გამოიყურებოდნენ. ამისთვის უკვე ზრდასრულ ასაკში უამრავ ძალისხმევას იღებენ და სხვადასხვა კრემებს, ნიღბებს და სკრაბებს იყენებენ. როგორ არ დავხარჯოთ უამრავი ფული და კვლავ ლამაზებად დავრჩეთ?

საიდუმლო მარტივია: მოამზადეთ ეს 6 საშინაო საშუალება ზეითუნის ზეთით და დატკბით ფანტასტიკური შედეგით.

თავის მოვლის საშუალებები ზეითუნის ზეთით

დამატენიანებელი ნიღაბი

როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. პიურე ავოკადოსგან
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

აურიეთ ინგრედიენტები, მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე და დაიდეთ კისრის და სახის გასუფთავებულ კანზე. დაიტოვეთ ნიღაბი 15წთ, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საკმარისია კვირაში 2-ჯერ, რათა ძვირადღირებული სპა-პროცედურები და კრემები ჩაანაცვლოთ.

საშუალება წამწამებისა და ქუთუთოებისთვის

როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი

ინგრედიენტები

  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

ოხრახუში ბლენდერის მეშვეობით წვრილ ფაფად დაჭყლიტეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთთან. ნიღაბი დაიდეთ წამწამებსა და ქუთუთოებზე, ზევიდან დაიკარით ქაღალდის ხელსახოცი ან ბამბის ტამპონი. წამწამებისთვის სჯობს გამოიყენოთ ტუშის გარეცხილი ფუნჯი. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ უფრო ხშირად – ორ დღეში ერთხელ საკმარისია.

თმის ბალზამი

როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. თაფლი

გამოყენება

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და თანაბრად დაიდეთ მშრალ ჭუჭყიან თმაზე, შემდეგ შეიხვიეთ საკვებისთვის განკუთვნილი ან ჩვეულებრივი პარკით, პირსახოცით და დაიტოვეთ 1 სთ. დაიბანეთ შამპუნით და ცოტაოდენი ბალზამით.

სკრაბი სხეულისა და სახისთვის

როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ.ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. დაფქული ყავა
  • 4 ს.კ. შაქარი
  • რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერული ზეთი

გამოყენება

პატარა ჭურჭელში აურიეთ ყველა ინგრედიენტი, რათა მასა მაქსიმალურად ერთგვაროვანი გახდეს. გამოიყენეთ სკრაბი შხაპის მიღებისას, წაისვით კანზე წრიული მოძრაობებით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხეულზეც და სახეზეც.

საშუალება ტერფების კანისთვის

როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი

ინგრედიენტი

  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

წაისვით ამ რაოდენობის ზეთი ფეხებზე ყოველ საღამოს ძილის წინ, ზევიდან თხელი ბამბის წინდები წაისვით. ერთი კვირის შემდეგ ზედმეტი პრობლემის გარეშე სალონის ეფექტს მიიღებთ.

ხელების ნიღაბი

როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი

ინგრედიენტები

  • 1 მომცრო ბანანი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

ბანანი ბლენდერის ან ჩანგლის მეშვეობით ფაფად აქციეთ და ზეითუნის ზეთთან აურიეთ. მასა ოდნავ გაათბეთ წყლიან ჭურჭელში და დაიდეთ ხელებზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ