ჯანსაღი კვების პროდუქტები ზამთრისთვის - ბოსტნეული, თხილი, თევზი

გასწავლით როგორ დაიკლოთ წელიწადის ცივ დროს. განსხვავებული წესებია საჭირო. აი ისინიც.

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ზამთარი ის დროა, როცა საკუთარ იმუნიტეტზე უნდა იზრუნოთ და ზაფხულისთვის დამახასიათებელი კვებითი ჩვევები მომავალ წლამდე გადადოთ. გასწავლით როგორ დაიკლოთ წონაში ზამთრის პერიოდში

როგორ დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები, იმისთვის, რომ წლის ამ სეზონზე აქტიურები და სიცოცხლით სავსეები იყოთ და ლამაზი პეიზაჟებით დატკბეთ, სწორად უნდა იკვებოთ და ცხოვრების წესს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ.

სწორი კვება სახლის პირობებში

წარმოგიდგენთ კვების 10 წესს, რომელიც ჯანმრთელობას დაიცავს და ფიგურას ზედმეტი კილოგრამების მომატებისგან უშველის. არანაირი დიეტა!

რაციონში ცხელი კერძები ჩართეთ, განსაკუთრებით ბოსტნეულის სუპები. დაიმახსოვრეთ ცივ სეზონზე მეტი სუპი უნდა მიირთვათ. ძალიან კარგი მაგალითია გოგრის სუპი.

ყოველდღე დალიეთ მაგარი ცხელი ასკილის ნაყენი. ყურადღება გაამახვილეთ ბაალხის ჩაისა და კომპოტებზე.

ცხიმები ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ისინი საშუალებას არ მოგცემენ გაიყინოთ. ვისაც გახდომა სურს, ხორცის ნაცვლად თევზი უნდა მიირთვას.

ეცადეთ ყოველდღე 1 ჩაის კოვზი თაფლი მიირთვათ.

შეამოწმეთ ვიტამინი D3-ის ხარისხი ორგანიზმში და აუცილებლობის შემთხვევაში რაციონს დაუმატეთ ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: კვერცხის გული, ნაღების კარაქი, ქაშაყი. ან მთელი ცივი პერიოდი პროფილაქტიკისთვის ვიტამინი D3-ის კურსი ჩაიტარეთ.

კარტოფილის გამოყენებას ცალკე პუნქტი უნდა მივუძღვნათ, მისი მაღალი ენერგეტიკული ღირებულების გამო. ამასთან, ბოლქვები დიდი რაოდენობით მაკრო/მიკრო ელემენტებს შეიცავენ, ვიტამინებსა და მჟავებს. კარტოფილისგან დამზადებული კერძი ფიგურას ზიანს არ აყენებს და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.

დღიურ რაციონში 40 გრამი თხილი დაამატეთ.

სასურველია დღეში 3-5ჯერ იკვებოთ, ძილითადი კერძი შუადღეს უნდა მიღოთ. ასევე შეამცირეთ ტკბილეულის მიღება. მათი მირთმევა რეკომენდირებულია მხოლოდ კვირაში ორჯერ. გაექეცით სწრაფ კვებას.

ყოველდღე მიიღეთ ანტაბაქტერიული ნივთიერებები: ჩილი, წიწაკა, შავი პილპილი, ქურქუმა, ჯანჯაფილი, კარი მდოგვი, მიხაკი და დარიჩინი.

მიიღეთ ტრიფტოფანით მდიდარი პროდუქტები კარგი განწყობისთვის. სია გრძელია, ამიტომაც თავის სასურველ ვარიანტს ყველა იპოვნის. მაგალითად, ასეთია ყველი და ბანანი.

READ  რასთან ერთად უნდა მიირთვათ ვაშლი, რომ ყოველდღე დაიკლოთ წონაში

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). გასწავლით როგორ დაიკლოთ წელიწადის ცივ დროს. განსხვავებული წესებია საჭირო. აი ისინიც.. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%97/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის