ქეით უინსლეტი საკუთარ ქალიშვილზე საუბრობს, რომელიც მას ძალიან ჰგავს

0
75
#image_title

,,არავის აქვს უფლება,  დაგვაბულინგოს და რამის შეცვლა მოგვთხოვოს” – ქეით უინსლეტი საკუთარ ქალიშვილზე საუბრობს 

ოსკაროსანი მსახიობი ქეით უინსლეტი რამდენიმე კვირის წინ წითელ ხალიჩაზე საკუთარ ქალიშვილთან, მიასთან ერთად გამოჩნდა, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ისინი BAFTA 2023-ის კინოდაჯილდოებას დაესწრნენ. გოგონა ვარსკვლავი დედის კვალს გაჰყვა და თავადაც მსახიობია. მეტიც, ფილმში ქეითთან ერთადაც ითამაშა. ამავდროულად, იგი ფიზიკურად დედის მინიასლად გადაიქცა.

მია ტრიპლტონი 22 წლისაა. 2020 წელს გამოვიდა იტალიური ტრილერი “ჩრდილები”, რომელშიც გოგონა მთავარ როლს ასრულებდა.

ქეით უინსლეტმა ისიც აღნიშნა, რომ საკუთარ ქალიშვილს ბავშვობიდან ასწავლის, საკუთარი თავი უყვარდეს და არავის გამო არ გადაწყვიტოს შეცვლა. აღსანიშნავია, რომ ქეითს უკვე მრავალი წელია, წონისა თუ სხვა მიზეზით, აბულინგებენ, თუმცა მსახიობი ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც თავად სურს და მოსწონს.

,,ჩემს შვილს ხშირად ვეუბნები, გაგვიმართლა, სრული ფორმები რომ გვაქვს და არავის აქვს უფლება, ამის გამო დაგვაბულინგოს და რამის შეცვლა მოგვთხოვოს.”- ამბობს მსახიობი.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ