მონიკა ბელუჩი, კეიტ ბლანშეტი და კეტრინ ო'ჰარა ვენეციის კინოფესტივალზე

სამი საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გავიგოთ ვინ არიან სამი საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი ვენეციის კინოფესტივალიდან

საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები განსაკუთრებული ატრიბუტია ვენეციის კინოფესტივალისა. 2024 წლის 28 აგვისტოს კინოს სამყაროსთვის მნიშვნელოვანი “მარათონი” დაიწყო და მომდევნო დღეები კინომანებს ნამდვილ დღესასწაულს ჰპირდება. ვენეციის კინოფესტივალის გარდა, რამდენიმე დღეში Telluride 2024-ს, მოგვიანებით კი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ამ ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი, ახალი, საუკეთესო ფილმების ჩვენებასთან ერთად, საუკეტესოდ ჩაცმული ვარსკვლავები გახლავთ.

ამჯერად გთავაზობთ სამ გამორჩეულ ჩაცმულობას ვენეციის კინოფესტივალიდან

მონიკა ბელუჩი

ფილმის Beetlejuice Beetlejuice პრემიერაზე მონიკა ბელუჩი Vivienne Westwood-ის შავი კაბით გამოჩნდა. გრძელი, მხრებზე აქცენტირებული დახვეწილი კაბა მსახიობმა ელეგანტურად მოირგო და წითელ ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან, ტიმ ბარტონთან ერთად პოზირებდა. ტიმი აღნიშნული ფილმის რეჟისორია და აღსანიშნავია ისიც, რომ უილემ დეფოსთან, ჯენა ორტეგასთან, უაინონა რაიდერთან და მაიკლ კიტონთან ერთად, Beetlejuice Beetlejuice-ში მონიკა ბელუჩიც თამაშობს.

კეიტ ბლანშეტი

დაუვიწყარი იყო ლეგენდარული კეიტ ბლანშეტის გამოჩენა ფესტივალის პირველ დღეს, ტიმ ბარტონის ფილმის Beetlejuice Beetlejuice ჩვენებაზე. კეიტმა Giorgio Armani Privé კუტიურის ღია ფერის კაბა მოირგო და წითელ ხალიჩაზე დახვეწილი, ელეგანტური ლუქით წარდგა.

- Advertisement -
Ad imageAd image

კეტრინ ო’ჰარა

ვენეციის კინოფესტივალზე ტიმ ბარტონის Beetlejuice Beetlejuice-ის  პრემიერისთვის, კეტრინ ო’ჰარამ Oscar de la Renta-ს შავი კაბა მოირგო. გრძელი, განსხვავებული ქსოვილით შექმნილი ელეგანტური სილუეტი ამ განსაკუთრებული დღისთვის შესანიშნავი არჩევანი აღმოჩნდა – 70 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). სამი საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე. 6 სექტემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%93-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ჯეისონ მომოა - ცხოვრების სტილსა და მისწრაფებებზე
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის