Puff Daddy სასამართლოზე დაკავების შემდეგ

ჰოლივუდური სკანდალი

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სკანდალი ჰოლივუდში -ამერიკელი რეპერი Puff Daddy ნიუ-იორკში სასამართლოზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ნაფიც მსაჯულებმა ძალადობისა და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდება წაუყენეს.

სკანდალი მას შემდეგ ატყდა რაც გასულ წელს მუსიკოსს ყოფილმა შეყვარებულმა, მომღერალმა კასანდრა ვენტურამ უჩივლა.

მან თქვა, რომ რეპერმა ის ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე მიაჯაჭვა, ის ასევე ამტკიცებდა, რომ რეპერმა მასზე სექსუალურადაც იძალადა.

მოგვიანებით გამოქვეყნდა 2016 წლის 5 მარტს გაკეთებული CCTV კამერის ჩანაწერები.

ვიდეოში ჩანს Puff Daddy როგორ ურტყამს და თმით ათრევს ვენტურას.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ საქმესთან დაკავშირებით FBI-მ მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა.

Variety-ის ცნობით, ორსაათიან სასამართლო მოსმენაზე, შონ კომბსმა მხოლოდ ორი სიტყვა, “უდანაშაულო ვარ” თქვა.

მოსამართლემ კომბსის გირაოს სახით გათავისუფლებაზე უარი თქვა – შესაბამისად, Puff Daddy ფედერალურ პატიმრობაში დარჩება რეკეტირებისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით.

გავრცელებული ცნობით, ის ყოველ წლიურად დახურულ წვეულებებს მართავდა, სადაც მხოლოდ დამსახურებულ არტისტებს შეეძლოთ მოხვედრა, სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებით ყველას აბრუებდა და არასრულწლოვან გოგონებსა და ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა, გადაღებულ მასალას კი შანტაჟისთვის იყენებდა.

ამ საქმეში ფიგურირებენ, ცოლ-ქმარი ჯეი-ზი და ბიონსე, რომლებიც სავარაუდოდ ჩართული იყვნენ ამ დანაშაულში და გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიცია მათ კვალსაც დაადგა, ყურადღების ცენტრშია რეპერი აშერი, რომელმაც ყველაფერი იცოდა თუმცა დუმდა, შიშის გამო, ამავე მიზეზით გაჩუმდა უამრავი ვარსკვლავი, რომლებმაც ვერ გაბედეს ხმის ამოღება.

- Advertisement -
Ad imageAd image

შემზარავ საქმეზე მხოლოდ რეპერი ქანიე უესთმა ამოიღო ხმა და გიჟის იარლიყი მიაკრეს.

გამოძიებაში აქტიურად მიდის მუშაობა ვერსიებზე, რომ მსოფლიო ვარსკვლავების მაიკლ ჯექსონის, თუფაქის, ალიაჰის და ლისა ლოპესის მკვლელობა Puff Daddy – ის უკავშირდება.

წყარო

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ჰოლივუდური სკანდალი. 28 სექტემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ეს მსახიობი არის...?
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის