ევა ლონგორია 49 წლის ასაკში, მსახიობი უმაღლეს ფორმაში

ევა ლონგორია საკუთარი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოებების შესახებ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

“49 წლის ასაკში იმაზე უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე 25 წლის ასაკში. ჩემთვის, ასაკი მხოლოდ ციფრებია. მაგრამ, მაინც ვღელავ…” – ევა ლონგორია

ევა ლონგორია მომდევნო წელს “სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავი 50 წლის გახდება. ამავდროულად, მსახიობი ისე გამოიყურება, თითქოს პოპულარული სერიალის გადაღებები გუშინ დასრულდა. ევა ლონგორიას ყოველი ახალი საჯარო გამოსვლა უამრავი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს და გულშემატკივრები თბილ სიტყვებს არ იშურებენ.

თავად მსახიობი აღიარებს, რომ ახლა საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილია, ფიქრობს მომავალზე და უნდა, მოხდენილად დაბერდეს.

ევას პირველი შვილი, სანტიაგო, 42 წლის ასაკში შეეძინა. მსახიობის თქმით, ორსულობის დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა. სწორედ ამ პერიოდიდან მის ცხოვრებაში სპორტი აქტიურად შევიდა და შემდეგ უკვე ცხოვრების სტილად იქცა.

როგორც ევა აღნიშნავს, იქამდე ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობას ამხელა ყურადღებას არ უთმობდა. შვილის გაჩენის შემდეგ, მსახიობი რეგულარულად ვარჯიშობს და ამბობს, რომ სწორედ ფიზიკური აქტივობა მხნეობას უნარჩუნებს და ერთ-ერთი საიდუმლო, რომ 49 წლის ასაკში საოცრად გამოიყურება, ესაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ევა ლონგორია საკუთარი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოებების შესახებ. 18 ნოემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  დემი მური- გაიგეთ მსახიობის სილამაზის საიდუმლო
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის