ჩიჩილაკი ტრადიციული ქართული ახალი წლის სიმბოლო ხილითა და ჩურჩხელით მორთული

ახალი წლის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ნაძვის ხე, სანტა-კლაუსი და საჩუქრები – ახალი წლის ყველაზე გავრცელებული ტრადიციები გახლავთ, რომლებსაც მთელს მსოფლიოში შეხვდებით. თუმცა, არის გარკვეული წესები და ტრადიციები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.

ტრადიციები რომლებიც თქვენს გაოცებას გამოიწვევს და შეიძება სიცილიც კი მოგგვაროთ იხილეთ სტატიაში:

ბრაზილიაში აქვთ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სურვილის შესაბამისად ახალი წლის ღამეს შესაბამისი ფერის საცვალს იცვამენ. მაგალითად, თუ მშვიდობა და იღბალი სურთ, თეთრ საცვალს იცვამენ, სიყვარულს თუ ეძებენ – წითელს ან ვარდისფერს, ჯანმრთელობა ლურჯ ფერთან ასოცირდება, სიმდიდრე კი – ყვითელთან.

ესპანეთის ახალი წლის ტრადიცია ყურძენს უკავშირდება. ესპანეთში სჯერათ, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე თუ მოახერხებენ და პირში 12 მარცვალ ყურძენს ჩაიდებენ, მომავალი წელი წარმატებული ექნებათ.

ეკვადროში ახალ წელს ქაღალდებით სავსე საფრთხობელას აკეთებენ და წვავენ. მასთან ერთად წვავენ გასულ წელს გადაღებულ ფოტოებსაც. ეკვადორელებს სჯერათ, რომ ამას თუ გააკეთებენ, მომავალ წელს კარგი ბედი ექნებათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

პუერტო რიკოში ფანჯრიდან წყლით სავსე ჭიქებს ისვრიან. ამ გზით ისინი ბოროტი სულების განდევნას ცდილობენ.

ესტონეთში ციფრი 7 ძალიან უყვართ. მათ სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დღეს 7-ჯერ შეჭამენ, მთელი წლის მანძილზე ბედნიერები და ჯანმრთელები იქნებიან.

სამხრეთ აფრიკაში ახალი წლის წინა დღეს სახლიდან ძველ ავეჯს და ნივთებს ყრიან. მათ სჯერათ, რომ წარუმატებლობა და ნეგატიური ამბები ნივთებს გაჰყვება, ახალი წელი კი სიკეთის მომტანი იქნება.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

- Advertisement -
Ad imageAd image

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ახალი წლის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. 4 დეკემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  „შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19...“ - ჯანმო
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის