ქალი ბუნებრივი საახალწლო მაკიაჟით, ელეგანტური და თვალშისაცემი შედეგი

როგორი უნდა იყოს საახალწლო მაკიაჟი

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

საახალწლო მაკიაჟი, რომლითაც ნებისმიერი მამაკაცის გულს დაიპყრობს

საახალწლო მაკიაჟი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. უკვე გადაწყვიტეთ როგორი მაკიაჟით ხვდებით ახალ 2025 წელს?

მოდი ვნახოთ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, იმისთვის, რომ ნებისმიერი მამაკაცი მოხიბლოთ.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია როგორი მაკიაჟი მოსწონთ მამაკაცებს დღესასწაულებზე და როგორი აღიზიანებთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეცადეთ, რომ სახე მეტისმეტად არ გიბზინავდეთ. გლუვი კანი მშვენიერია, თუმცა ბალანსი უნდა დაიცვათ, რადგან პრიალა სახე მამაკაცებს სულაც არ იზიდავთ.

მამაკაცებს არ მოსწონთ როცა ქალს ტონალური კრემი სქლად აქვს დატანილი სახეზე და ფიქრობენ, რომ უსიამოვნო შესახედია. საახალწლო მაკიაჟი ეცადეთ, რომ ბუნებრივთან მიახლოვებული იყოს. ტონალური არ უნდა იყოს თქვენი კანის ფერზე მუქი.

თუ გსურთ, რომ თვალშისაცემი იყოთ, არ არის აუცილებელი თვალები ბოლომდე ჩაიშავოთ და ამისთვის 1 საათი დაკარგოთ. ალტერნატივად შავი ლაინერით მსუბუქად მოხატულ თვალებს გთავაზობთ. ასე თქვენი თვალის ფერზე მეტად გამახვილდება ყურადღება, ვიდრე მაკიაჟის დეტალზე.

წარბები- ეს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური თემაა, რადგან მამაკაცებისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ვიცვლით წარბის ფორმას.

მათ მოსწონთ საშუალო სიგრძის, აკურატულად გამოყვანილი წარბები და არა არაბუნებრივად სქლად ან მუქად მოხატული.

- Advertisement -
Ad imageAd image

ნუ იჩქარებთ ხელოვნური წამწამების დამაგრებას. ბუნებრივი და ლამაზი წამწამების მისაღებად საკმარისია კარგი ხარისხის ტუშს და წამწამების ასაპრეხის გამოყენება. შეგიძლიათ სპეციალური ჯაგრისიც გამოიყენოთ, რომლითაც წამწამებს დაივარცხნით.

დაიცავით ბალანსი და იყავით შეუდარებელი ახალი წლის ღამეს!

 

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორი უნდა იყოს საახალწლო მაკიაჟი. 30 დეკემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  კომპანია “კრისტიან დიორის” გამდიდრების ისტორია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის