სქესობრივი მომწიფება არის ბუნებრივი, თუმცა რთული პროცესი როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის. ეს პერიოდი მოიცავს არაერთ ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებას, რომლებიც მოზარდებისთვის ხშირად სტრესული და რთულად გასამკლავებელია. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ეს საკრიტიკო ეტაპი ინფორმირებული შეხვდეს და თქვენი მხარდაჭერით გაიაროს.
ბაღის ან სკოლის ასაკის ბავშვებს არაერთი ისეთი კითხვა უჩნდებათ, რომლებზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. შესაძლოა, დასმულმა კითხვამ უხერხულობაც გამოიწვიოს, თუმცა გახსოვდეთ — სენსიტიურ თემებზე საუბარი ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოთ. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ შეუძლია თქვენთან ამ თემაზე საუბარი და შიშების გაზიარება, სქესობრივი მომწიფების პერიოდი გაცილებით ნაკლებ სტრესულად გაივლის.
რას ნიშნავს სქესობრივი მომწიფება და როდის იწყება?
გარდატეხის ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვის სხეული ზრდასრული ადამიანის სხეულად ფორმირდება. სწორედ ამ დროს იწყება სქესობრივი მომწიფებაც — პროცესი, რომელიც აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე ჰორმონალურ და ემოციურ ცვლილებებს.
დაიმახსოვრეთ, წინასწარ ვერ განსაზღვრავთ იმას, რა დრო დასჭირდება თქვენი შვილის სქესობრივ მომწიფებას. ეს შეიძლება გაგრძელდეს როგორც 18 თვე, ისე 5 წლის განმავლობაშიც. ამ პროცესისთვის საჭირო დროს არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის გენეტიკა, კვება და ზოგადი ჯანმრთელობა.
გოგონების სქესობრივი მომწიფება
გოგოების უმეტესობისთვის ცვლილებები იწყება 9-11 წლიდან. ამ პერიოდში იზრდება მკერდი, ბოქვენსა და იღლიაში კი თმა ჩნდება. სხეულის ფორმა იცვლება, კუნთოვანი მასა იზრდება, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილი გადანაწილდება.
გოგოების სქესობრივი მომწიფების უმნიშვნელოვანესი ნაწილია მენსტრუაციის დაწყება. მენსტრუაცია საშუალოდ 12 წლის ასაკიდან იწყება, თუმცა ნორმალურია მისი დაწყება 10-15 წლის ასაკშიც. მნიშვნელოვანია, მოზარდ გოგოებს წინასწარ ესაუბროთ მენსტრუაციის შესახებ და აუხსნათ, რომ ამგვარი სისხლდენა საშიში არ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგოებმა არაფერი იციან მენსტრუალური ციკლის შესახებ და პირველი მენსტრუაცია მათთვის ძალიან დამთრგუნველი და შოკისმომგვრელიც კია.
ბიჭების სქესობრივი მომწიფება
ბიჭების უმეტესობისთვის სქესობრივი მომწიფება გოგოებთან შედარებით გვიან, 11-14 წლის ასაკში იწყება. ამ დროს თმა იზრდება როგორც სასქესო ორგანოს ირგვლივ, ასევე მკლავებსა და სახეზე. ხმა უფრო ღრმა ხდება, კუნთოვანი მასა იზრდება, ხოლო მხრები ფართოვდება.
სწორედ ამ პერიოდში ბიჭებს ეწყებათ ერექციაც, რაც ხშირად უხერხულობის მიზეზი ხდება. მნიშვნელოვანია, აუხსნათ, რომ ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია და საკუთარი სხეულის ცვლილებები არაფრით საშიშები არ არის.
როგორ ვესაუბროთ შვილებს სქესობრივ მომწიფებაზე
შვილებთან სქესობრივ მომწიფებაზე საუბარი მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია. ამ დროს უნდა ეცადოთ, რომ მათ მშვიდი და აუღელვებელი ტონით ესაუბროთ. მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს იმის განცდა, რომ უსაფრთხოდაა და შეუძლია ნებისმიერი კითხვის დასმა.
ეცადეთ, იყოთ თავდაჯერებულები ამგვარი საუბრის დროს, რათა არც თქვენ და არც ბავშვმა თავი არაკომფორტულად არ იგრძნოთ. სქესობრივი მომწიფება ზრდის ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომ, ხაზი გაუსვით ამ ფაქტს და ესაუბრეთ შვილებს იმის შესახებ, რომ მათ თავს არაფერი „არასწორი” და „არაბუნებრივი” არ ხდება.
პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის
- გამოიყენეთ სწორი დასახელებები — სხეულთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას არ მოერიდოთ სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენებას.
- ისაუბრეთ ასაკის შესაბამისად — მცირეწლოვან ბავშვებთან სქესობრივ მომწიფებაზე მოკლედ და ლაკონიურად ისაუბრეთ, მიაწოდეთ მხოლოდ ზუსტი და აუცილებელი ფაქტები.
- არ დაელოდოთ ზუსტ დროს — გამოიყენეთ ყოველდღიური რუტინა ამგვარი საუბრის დასაწყებად და არ დაელოდოთ ბავშვისგან წამოსულ კითხვებს.
- დაიწყეთ ადრე — ბავშვები ინფორმაციას ტელევიზორისა თუ ინტერნეტის საშუალებით იმაზე ადრე იღებენ, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავიდანვე სწორ ინფორმაციას ფლობდნენ.
- იყავით ღია — დაუშვით შესაძლებლობა, რომ ბავშვმა შეძლოს ნებისმიერი კითხვის დასმა განსჯის შიშის გარეშე.
რა უნდა გავითვალისწინოთ სქესობრივი მომწიფების პერიოდში
ხშირად ბავშვები, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ეტაპს გადიან, თავს მარტოსულად გრძნობენ. მნიშვნელოვანია, მათ აუხსნათ, რომ ცხოვრების ამ ეტაპს უკლებლივ ყველა გადის და ისინი მარტონი არ არიან. სქესობრივ მომწიფებას თან ახლავს ჰორმონალური ცვლილებებიც, რომლებიც ბავშვის ფსიქოლოგიაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი შვ
იხილეთ ასევე: უშვილობის პროგრამა 2024: ბენეფიციართა ფართო წრე და შესაძლებლობები
იხილეთ ასევე: 15 ივნისი — მოხუცებზე ძალადობის ცნობადობის ამაღლების დღე
იხილეთ ასევე: სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა: კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ
QR კოდიshenisilamaze.ge
შენი სილამაზე. (2026). როგორ მივუდგეთ შვილის სქესობრივ მომწიფებას?. 14 ნოემბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0/



