მენსტრუაციასთან დაკავშირებული მითების ილუსტრაცია - ქალის ჯანმრთელობა

ვიდეო — 5 მითი მენსტრუაციაზე

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ტექსტი:

იმის მიუხედავად, რომ მენსტრუაცია დედამიწის მოსახლეობის ნახევარს აქვს, ეს თემა ტაბუდადებულია და მას არაერთი მითი უკავშირდება.

ამ ვიდეოში 5 ყველაზე გავრცელებულ მითზე მოგიყვებით:

1. მენსტრუალური ტკივილი გაზვიადებულია

ეს ტყუილია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს მენსტრუალური ტკივილის გამო საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლიათ. ასეთ მტკივნეულ მენსტრუაციას თავისი სამედიცინო სახელიც კი აქვს — დისმენორეა.

2. მენსტრუაციის სისხლი ბინძური სისხლია

მენსტრუაციის დროს სხეულიდან გამოსული სისხლი არ შეიცავს ტოქსინებს და არ არის საშიში. მისი სიბინძურე მხოლოდ მითია და არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

3. მენსტრუაციის დროს ვერ დაორსულდები

მართალია, მენსტრუაციის დროს დაორსულების რისკი დაბალია, თუმცა ის მაინც არსებობს! სხეულში სპერმას დარჩენა და გადარჩენა 5-7 დღის განმავლობაში შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ცოცხალი გადარჩეს მენსტრუაციის დღეების განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც.

4. პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) არ არის რეალური

პიემესი სავსებით რეალურია და შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ ხასიათის ცვლილებით, ან იმდენად ძლიერი ტკივილის გამომწვევი იყოს, რომ გეგმების შეცვლაც კი მოგიხდეთ.

5. მენსტრუაცია მხოლოდ ქალებს აქვთ

შესაძლებელია, რომ მენსტრუაცია ტრანსგენდერ კაცს ან არაბინარულ ადამიანს ჰქონდეს. უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ მენსტრუაცია არ არის ქალებისთვის დამახასიათებელი მოვლენა, არამედ ეს ადამიანებისთვის ჩვეული ყოველთვიური მოვლენაა!

სცენარის ავტორი: ვერო მელუა

გრაფიკული დიზაინერი: ანო ნეფარიძე

მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2025). ვიდეო — 5 მითი მენსტრუაციაზე. 4 მარტი, 2025. https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9d-5-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2025 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  აბორტის უფლება — მნიშვნელობა, ბარიერები და მითები
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის