დედა ესაუბრება ქალიშვილს მენსტრუაციისა და სქესობრივი მომწიფების შესახებ

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს მენსტრუაციაზე — რჩევები მშობლებს

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
9 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს მენსტრუაციაზე — ეს კითხვა ბევრ მშობელს აწუხებს, თუმცა სწორედ ღია და თავისუფალი საუბარია პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ბევრი გოგონა არასაკმარისადაა ინფორმირებული და მომზადებული პირველი მენსტრუაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ზოგადი წარმოდგენა აქვს, პირველ მენსტრუაციას ხშირად ახლავს შიში და უხერხულობის განცდა.

მნიშვნელოვანია, რომ მენსტრუაციის შესახებ ვესაუბროთ როგორც გოგონებს, ისე ბიჭებს. მართალია, მენსტრუაციის გამოცდილება გოგონებს ექნებათ, თუმცა ნებისმიერი სქესის ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესებზე საუბრის ნორმალიზება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის, თუ როგორ ვუდგებით ამ საკითხებს ზრდასრულები, გავლენას ახდენს ბავშვების დამოკიდებულებებზე.

როდის დავიწყოთ მენსტრუაციაზე საუბარი

შეიძლება გახსოვთ ის დრო, როცა გოგონებსა და ბიჭებს ცალ-ცალკე უტარდებოდათ გაკვეთილი, სადაც მათ ძალიან მოკლედ უხსნიდნენ სქესობრივი მომწიფების დეტალებს, ზოგჯერ კი ეს საკითხი სულაც არ განიხილებოდა. ბევრი ბავშვისთვის ეს მენსტრუაციაზე ინფორმაციის მიღების ერთადერთი ფორმალური გზაა, რაც, ცხადია, არ არის საკმარისი. როცა ბავშვები სკოლაში ვერ იღებენ შესაბამის ცოდნას, პროცესში უნდა ჩაერთონ მშობლები.

გავრცელებული აზრი, რომ ბავშვებთან მსგავს საკითხებზე საუბარი “ერთ მშვენიერ დღეს” უნდა გადაწყვიტოთ და სერიოზულად ესაუბროთ, შემდეგ კი აღარასდროს შეეხოთ ამ თემას, მცდარია. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სტერეოტიპების გამყარებას იმის შესახებ, რომ მენსტრუაციაზე საუბარი უხერხული ან არასასურველია. ეს ბავშვებს შთააგონებს, რომ არ ითხოვონ დახმარება მენსტრუაციის დროს, თუ დასჭირდებათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

თქვენს შვილებს არასდროს უნდა შერცხვეთ შეკითხვების დასმა მათთვის საინტერესო თემებზე, მით უფრო ისეთ საკითხებზე, რომლებსაც მომავალში გამოცდიან. ცნობისმოყვარეობა უნდა იყოს წახალისებული და მოწონებული. მნიშვნელოვან საკითხების ბავშვებთან გაზიარებას თავი არ უნდა ავარიდოთ და არ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როცა ამაზე საუბარი უბრალოდ გარდაუვალი იქნება.

READ  როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სწორი კანის მოვლა - ექსპერტის რჩევები

ასაკის შესაბამისი მიდგომა

არც ერთი ასაკის ბავშვი არ არის ზედმეტად პატარა იმისთვის, რომ მენსტრუაციაზე ესაუბროთ, თუ ამას ასაკის შესაბამისი მეთოდის გამოყენებით იზამთ. ბუნებრივია, თუ არ გსურთ თქვენს 5 წლის შვილს მენსტრუალურ სისხლსა და თანმდევ ტკივილზე ესაუბროთ, თუმცა ამის მაგივრად შეგიძლიათ სცადოთ სამაგიდო თამაშები ან ოჯახური ვიქტორინების საღამო, სადაც ადამიანის სხეულსა და ორგანიზმზე ისაუბრებთ. ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ თან გაერთოთ და თან ბავშვებს ცოდნა გაუზიაროთ.

თუ ამ საკითხებზე საუბარს დაიწყებთ, აუცილებლად მოჰყვება შეკითხვები ბავშვების მხრიდან. სერიოზულად მოეკიდეთ მათ შეკითხვებს და ეცადეთ, შეძლებისდაგვარად, ამომწურავად უპასუხოთ. თუ კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, გამოყავით დრო და შვილთან ერთად მოძებნეთ ის. თქვენს შვილებს ეს აუცილებლად დაამახსოვრდებათ.

მშობლის ინფორმირებულობა და მზადყოფნა

ყველას, ვისაც შვილი ჰყავს ან ზრდის ბავშვს, ცხადია, არ აქვს მენსტრუაციის ან მენსტრუაციაზე სერიოზულად საუბრის გამოცდილება. უამრავი მარტოხელა მამაა, რომელთაც ერთ დღეს აუცილებლად მოუწევთ თავიანთი შვილებისთვის პირველი ჰიგიენური საშუალებების ყიდვა ან მათი დახმარება პირველ მენსტრუალურ ტკივილებთან გამკლავებაში. ბუნებრივია, ჯობია ამ დღეს მომზადებული შეხვდეთ და ეს არ იყოს სიურპრიზი თქვენთვის.

“მენსტრუაციის ვეტერანებსაც” შეგიძლიათ გაიმეორონ თავიანთი ანატომიის ცოდნა და გაეცნონ თანამედროვე ჰიგიენურ პროდუქტებს, რომლებიც ბოლო დროს სწრაფი ტემპით ვითარდება. დღესდღეობით გაცილებით უსაფრთხო, შედარებით იაფი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული პროდუქტებია ხელმისაწვდომი. ჰიგიენური ნორმების დაცვა პირველი მენსტრუაციიდან მნიშვნელოვანია მომავალი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

რა უნდა იცოდეს მოზარდმა პირველი მენსტრუაციის დროს

პირველი მენსტრუაციის დროს მოზარდმა უნდა იცოდეს რა ხდება მის ორგანიზმში მენსტრუაციის დაწყებამდე, მენსტრუაციის დროს და მის შემდეგ. ასევე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნორმალური მენსტრუალური სისხლი, როგორი სუნი უნდა ჰქონდეს მას და როგორ უნდა მივხვდეთ, თუ რამე ტიპის დარღვევაა.

მან უნდა გააცნობიეროს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჰქონდეს მენსტრუაცია მ

იხილეთ ასევე: პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

READ  სექსუალური განათლება LGBTQ+ მოზარდებისთვის — 8 მთავარი ფაქტი

იხილეთ ასევე: რატომ იგვიანებს ჩემი მენსტრუაცია? — შესაძლო მიზეზები

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). როგორ ვესაუბროთ ბავშვებს მენსტრუაციაზე — რჩევები მშობლებს. 10 ნოემბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2026 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის