26-წლიანი სხვაობა და კონკურსში დაწყებული “ლავსთორი” კიდევ რა არის ცნობილი ნუცა ბუზალაძის რჩეულის შესახებ?!
ნუცა ბუზალაძე ოფიციალურად დაინიშნა. ინფორმაცია სოციალური ქსელში ვარსკვლავმა გულშემატკივრებს პირადად გაუზიარა. მისი რჩეული 55 წლის ამერიკელი აგენტს დარენ პრინსია. წყვილს შორის 26-წლიანი სხვაობაა.
ნუცა წერს, რომ მათი ურთიერთობა პროფესიული კონტრაქტით დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სიყვარული მოვიდა. ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ გრძნობები გაღრმავდა და ახლა თავს „დედოფლად“ გრძნობს.
ვინ არის დარენ პრინსი?
ცნობილი სპორტისა და შოუ-ბიზნეს აგენტი — Magic Johnson‑ის, Hulk Hogan‑ის, Larry Bird‑ის და სხვათა წარმომადგენელი; “Aiming High” წიგნის ავტორი და ადვოკატი ნარკოდამოკიდებულების პრობლემებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.
25 წელზე მეტია ამ სფეროშია და PMG‑ს მეშვეობით 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტებს აწარმოებს. ის თავადაც თვითონაც იყო დამოკიდებული, თუმცა 14 წელზე მეტია სუფთაა და აქტიურად ეხმარება სხვებს ამ გზაზე.
ნუცა წერს, რომ მისი ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ მათი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. ცნობილია, რომ დარენს მანამდე ცოლ-შვილი არ ჰყოლია და ნუცასთან პირველი ქორწინება იქნება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi