Zepbound წონაში კლების ინექციური პრეპარატის შეფუთვა

FDA-მ წონაში კლების ახალი, ძლიერ ეფექტიანი პრეპარატი დაამტკიცა

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Eli Lilly-ს მიერ წარმოებული წონაში კლების პრეპარატი, Zepbound-ი დაამტკიცა.

აშშ-ის ბაზარზე პრეპარატი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება და შეუერთდება უკვე არსებულ წარმატებულ პრეპარატებს, Novo Nordisk-ის Ozempic-სა და Wegovy-ს. ახალ პრეპარატს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

​JPMorgan-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, წონაში კლების GLP-1 კატეგორიის პრეპარატების წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 2032 წლისთვის 140 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ბაზრის დომინანტები Eli Lilly და Novo Nordisk-ი იქნებიან.

Zepbound კვირაში ერთხელ, ინიექციის სახით კეთდება და განკუთვნილია იმ ჭარბწონიან პაციენტთათვის, რომლებსაც წონასთან დაკავშირებული სულ მცირე ერთი დაავადება მაინც აწუხებთ, მაგალითად, სისხლის მაღალი წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინი.

- Advertisement -
Ad imageAd image

წაიკითხეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). FDA-მ წონაში კლების ახალი, ძლიერ ეფექტიანი პრეპარატი დაამტკიცა. 10 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/fda-m-tsonashi-klebis-akhali-dzlier-epheqtiani-preparati-daamtkitsa/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რა სიტყვები უნდა იცოდეს 2 წლის ბავშვმა?
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის