„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის პროფესიული რეგულირების საკანონმდებლო სისტემის ჩამ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის პროფესიული რეგულირების საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის პროფესიული რეგულირების საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ტერმინთა განმარტებაში ზუსტდება პირობები დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის განხორციელებისთვის; „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება ხდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინით „მეანი-ექთანი“ და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები; კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო განათლების პროგრამები; ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა.

კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება.

საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი.

- Advertisement -
Ad imageAd image

საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – ექთანი სპეციალისტი.

ცვლილება, ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნას, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება.

კანონპროექტით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით.

საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის უწყვეტი განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება.

„ქვეყანაში ექთნების ექიმებთან თანაფარდობა არ შეეფერება საერთაშორისო სტანდარტს. სასურველი თანაფარდობა არის ერთ ექიმზე ოთხი ექთანი, ჩვენ შემთხვევაში კი, ერთ ექიმზე მოდის ერთზე ნაკლები ექთანი. ამდენად, საკანონმდებლო აღიარება, პროფესიული სტატუსის გაძლიერება, შესაბამისი ფინანსური მოტივაცია ის ფაქტორებია, რასაც უნდა მოჰყვეს ქვეყანაში ექთნების რაოდენობრივი დეფიციტის აღმფხვრა“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის პროფესიული რეგულირების საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 13 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/janmrthelobis-datsvis-shesakheb-kanoni-eqthnebis-da-meani-eqthnebis-saqmianobis-prophesiuli-regulirebis-sakanonmdeblo-sistemis-chamoqhalibebas-ithvalistsinebs/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ყველფერი, რაც ფრჩხილის გელ ლაქის შესახებ უნდა იცოდეთ
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის