ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ კომიტეტზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმებზე

მნიშვნელოვნად გაზარდა დაფინანსება, რათა მიაღწიოს მომსახურების სრულ დაფარვას ონკოლოგიური დაავადებების

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ღონისძიების მიზანია 2020-2025 წლების პროგრამის „საერთო ძალისხმევა ევროპაში უკეთესი ჯანმრთელობისკენ“ იმპლემენტაციის შეფასება. ასევე მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის გეგმის განხილვა. სესიაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.


მისი განცხადებით, დღეს საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგია ორიენტირებულია ჯანდაცვის უსაფრთხოების დღის წესრიგის გაძლიერებაზე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობაზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებისა და ჯანდაცვის კადრების შესაძლებლობის ზრდაზე.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ დაარსებიდან 10 წლის თავზე საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოიცვა, რასაც მოჰყვა ჯანდაცვის სისტემაში ჯიბიდან გადახდების არსებითი შემცირება და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, ტუბერკულოზის, აივ და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობის კლინიკური შედეგების გაუმჯობესება.


„ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაფინანსება, რათა მიაღწიოს მომსახურების სრულ და ყოვლისმომცველ დაფარვას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გასაუმჯობესებლად. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივები ხორციელდება წინა ხაზზე მყოფი პროვაიდერების მოტივაციის გასაუმჯობესებლად და კომპეტენციის ზრდისთვის, პაციენტების მოვლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


სესიას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე.


ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 
 
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). მნიშვნელოვნად გაზარდა დაფინანსება, რათა მიაღწიოს მომსახურების სრულ დაფარვას ონკოლოგიური დაავადებების. 29 ოქტომბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/mnishvnelovnad-gazarda-daphinanseba-ratha-miaghtsios-momsakhurebis-srul-dapharvas-onkologiuri-daavadebebis/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  იტალიელი ქალების 7 ოქროს წესი, რომელიც იმიჯის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის