ტვინის ჩიპი Neuralink ტექნოლოგია ნეირო ინტერფეისი

Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად ჩანერგა

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Neuralink ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა წარმატებით. წერს BBC.

მასკმა აღნიშნა, რომ მოწყობილობის მუშაობის პირველი შედეგები იმედისმომცემია და ჩიპი ნერვულ იმპულსებს კარგად ცნობს. ჩიპი ტვინში ადამიანსა და კომპიუტერს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები და ფსიქოლოგიური აშლილობები აქვთ.

მასკმა თავის სოციალურ ქსელში X განაცხადა, რომ მისი კომპანიის ქმნილებას „ტელეპათია“ დაარქვა და პირველ რიგში მას ჩაუნერგავენ ადამიანებს პარალიზებული კიდურებით.

„ეს მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ ტელეფონი, კომპიუტერი, მათი მეშვეობით კი პრაქტიკულად ნებისმიერი სხვა მოწყობილობა მხოლოდ აზრის ძალით“, – განმარტა მასკმა.

Neuralink-ის აღწერის თანახმად, ოპერაციას ტვინზე რობოტი ატარებს. ის ნერგავს ტვინში ჩიპს, რომელსაც 1024 სენსორი აქვს. ჩიპი ტვინის იმ ნაწილში ინერგება, რომელიც აკონტროლებს „მოძრაობის განხორციელების განზრახვას“. ის ტვინის სიგნალებს გარე მოწყობილობას გადასცეს, რომელიც მათ შიფრავს და „ხვდება“ რა მოძრაობის განხორციელება უნდა ადამიანს.

აშშ-ის მთავრობამ მასკის კომპანიას ადამიანზე ცდების ლიცენზია გასული წლის მაისში გასცა. გეგმის მიხედვით, ტესტირება 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Neuralink-ი 2024 წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად ჩანერგა. 30 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/neuralink-%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9e/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ლამებს აქვთ ანტისხეულები, რომლებმაც მომაკვდინებელი ვირუსის შტამები გაანეიტრალა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის