ჰანს კლუგე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი

საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ – ჰანს კლუგე

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, მედიკამენტების ფასების რეგულირებისა და ონკოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ“ – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა.

ჰანს კლუგემ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა.

„ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც უშუალო, ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე და წარმოშობს ჩვენთვის ოპტიმიზმს, მხარი დავუჭიროთ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ამ სფეროებში რეფორმების გატარებისას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჯანმრთელობას მსოფლიო ორგანიზაციის მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჰანს კლუგემ, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს, მის მოადგილეებს თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ – ჰანს კლუგე. 13 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/saqarthvelos-mier-mightseuli-progresi-asakhavs-im-politikis-dzalas-romelits-mimarthulia-saqhovelthao-jandatsvis-uzrunvelqhophisken-hans-kluge/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ლამაზი კანი 4 კვირაში
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის