მცენარეები რომლებიც აირადი ნაერთებით კომუნიკაციას უწევენ ერთმანეთს საფრთხის დროს

VIDEO – როგორ კონტაქტობენ მცენარეები ერთმანეთში საფრთხის მოახლოებისას

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მცენარეები გარშემორტყმულია აირადი ნაერთების თხელი ნისლით, რომელსაც ისინი კომუნიკაციის და თავდაცვისთვის იყენებენ. ეს ნაერთები ერთგვარი სუნის როლს ასრულებენ ბალახისმჭამელთა მოსაგერიებლად და მეზობელ მცენარეებს მომავალი თავდასხმის შესახებ აფრთხილებენ.

მცენარის ამ თავდაცვის საშუალების შესახებ მეცნიერებმა 1980-იანი წლებიდან იციან, როცა ის მცენარის 80-ზე მეტ სახეობაში დააფიქსირეს.

იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა რეალურ დროში ვიზუალიზაციის მეთოდებით შეძლეს დაეფიქსირებინათ, როგორ იღებენ და პასუხობენ მცენარეები ამ საჰაერო განგაშებს.

მცენარეთა კომუნიკაციის შესახებ ჩვენს წარმოდგენაში ნამდვილად დიდი ნაპრალი არსებობდა. ვიცოდით, რომ ისინი ერთმანეთთან შეტყობინებებს აგზავნიან, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ იღებენ მათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ახალ კვლევაში, იაპონიის საიტამას უნივერსიტეტის მოლეკულურმა ბიოლოგებმა, იური არატანიმ, ტაკუია უემარამ და მათმა კოლეგებმა სპეციალური ტუმბოს საშუალებით, დაზიანებული, მწერებით სავსე მცენარეების მიერ გამოყოფილი ეს ნაერთები დაუზიანებელ მეზობლებს მიაფრქვიეს და შედეგს ფლუორესცენციური მიკროსკოპით დააკვირდნენ.

პომიდვრის და მდოგვის ოჯახის წარმომადგენელი სარეველა მცენარე Arabidopsis thaliana-ის მოჭრილ ტოტებზე მკვლევრებმა მუხლუხები (Spodoptera litura) დასხეს და ამ საფრთხეზე მეორე, ხელუხლებელი, მწერებისგან თავისუფალი Arabidopsis thaliana-ის პასუხი გადაიღეს.

https://youtu.be/wJ0SgwWG1q4

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). VIDEO – როგორ კონტაქტობენ მცენარეები ერთმანეთში საფრთხის მოახლოებისას. 22 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/video-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  სტამბოლში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა გაიმართა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის