ბაყაყურა გახდომისთვის

0
55
#image_title

უხსოვარი დროიდან, ხალხურ მედიცინაში, ბაყაყურას იყენებდნენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების სამკურნალოდ.

ფლავოლიგნანები დიდი რაოდენიბითაა ამ მცენარეში, ისინი ღვიძლის უჯრედებს აღადგენენ და იცავენ მას თავისუფალი რადიკალებისგან. ბაყაყურას კურსს ნიშნავენ ასევე ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ჰეპატიტის, ციროზის დროს.

ბაყაყურა გახდომისთვის

თუმცა, ცოტამ იცის, რომ ამ საკვირველი მცენარის დახმარებით წონის კლებაცაა შესაძლებელი. ჩვენ მოგიყვებით, როგორ გამოიყენოთ ბაყაყურას ზეთი გასახდომად.

ბაყაყურას ზეთი

ბაყაყურას ზეთი კურნავს კუჭ-ნაწლავს და გამომყოფ სისტემას. განახლებული ღვიძლი ახალი ძალებით მუშაობს, შესაბამისად, ორგანიზმიდანაც სწრაფად გამოდის ყველანაირი შლაკი. სუფთა სხეულში კი ჩქარდება მეტაბოლიზმი და სწრაფად ხდება კალორიების ენერგიად გარდაქმნა.

ბაყაყურა გახდომისთვის

ბაყაყურას ზეთი შეიცავს ლინოლენის და ლინოლენის ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ისინი დიდ როლს ასრულებს ცხიმოვან ცვლაში.

სილიმარინი არის ლიგნანი, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს. გარდა ამისა, ის ხელს უშლის ცხიმის ჩალაგებას.

ბაყაყურა გახდომისთვის

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

ზეთის მიღება აუცილებელია 40 დღიანი კურსით, შემდეგი სქემის მიხედვით.

  • პირველი კვირა – თითო ჩაის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სამჯერ დღეში.
  • მეორე კვირა – კარგი ათვისების შემთხვევაში, დოზა ერთ სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.

ბაყაყურა გახდომისთვის

კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ ორკვირიანი შესვენების შემდეგ და ჩაიტაროთ წელიწადში 3-4ჯერ.

ძლიერი შეკრულობისას და ნაწლავის ეფექტურად გასაწმენდად, შეგიძლია გაიკეთოთ ბაყაყურას ზეთის მიკრო ოყნები (30 მლ).

ბაყაყურას ზეთი ეფექტურად ებრძვის ცელულიტს, კანის სიმშრალეს. ბაზისურ ზეთს დაამატეთ გრეიფრუტის, ფორთოხლის, ლავანდის ეთერზეთების რამდენიმე წვეთი. წაისვით ნარევი სხეულის პრობლემურ ადგილებში და გაიკეთეთ წრიული მასაჟი 5-10 წუთის განმავლობაში ან გამოიყენეთ მასაჟორი.

ბაყაყურა გახდომისთვის

ექიმთან კონსულტაციის გარეშე უკუნაჩვენებია ბაყაყურას ზეთის გამოყენება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მძიმე დაზიანებების, ორსულობის დროს. ასევე 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. პროდუქტი ალერგიას, პრაქტიკულად, არ იწვევს.

ბაყაყურა გახდომისთვის

მცენარეებში დიდი ძალა იმალება. ხშირად ჩვენ მათ ჭეშმარიტ პოტენციალზე არც კი ვეჭვობთ.

ვფიქრობთ, ღირს ამ სიახლის მეგობრებისთვის გაზიარება!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ