ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

0
17
#image_title

ცხოვრების ერთობლივი გაზიარება პარტნიორთან არის დამაკმაყოფილებელი და თან გამომწვევი გამოცდილება. ბევრი წყვილი სულ ერთად რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ზოგი კი შორდება ან ერთად ყოფნით ვერ ბედნიერდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხიარული და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებას ძლიერ გრძნობაზე მეტი რამ სჭირდება.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იმ დეტალებს, რაშიც ვლინდება ურთიერთობათა სიძლიერე და წარმატების მაჩვენებელი.

1. საერთო ჰობით ტკბობა 

ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

მშვენიერია, თუ პერსონალური გატაცებები გაქვთ, თუმცა მთავარი ის არის, რომ ერთი საერთო რამ მაინც იპოვოთ. ეს შეილება იყოს რაიმე პრაქტიკული, მაგალითად, საერთო სპორტის სიყვარული ან თუნდაც კინოს ერთობლივად ყურება. აირჩიეთ ერთი აქტივობა და მიუძღვენით მას დრო. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულარული რუტინის ნაწილი იყოს და ამით ორივე თქვენგანი სიამოვნებას უნდა იღებდეთ.

2. ერთმანეთის პირადი სივრცის პაივისცემა
ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ
ბედნიერი წყვილები ერთმანეთთან დაუჯერებელ ინტიმურობას გასცემენ, მაგრამ ასევე იციან საზღვრების დაცვა. საყვარელი ადამიანის პირადი სივრცის პატივისცემა ურთიერთობას გაცილებით ჯანსაღს ხდის. შეზღუდულობა და მესაკუთრეობა ნეგატიურ შეგრძნებებს იწვევს ორივესთვის.

3. დაგეგმეთ შვებულება ან არდადეგები ერთად
ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

არ არის საჭირო ძვირიანი მოგზაურობის დაგეგმვა, ეს შეიძლება იყოს შაბათ-კვირის გატარება ქალაქგარეთ – ზღვაზე ან მთაში. ამ დროს მოსწყდებით ყოველდღიურობას და მოსაწყენი რუტინისგანაც დაისვენებთ. ცვლილებები ყოველთვის ანახლებს ურთიერთობას.

4. არ დაწვეთ დასაძინებლად ერთმანეთზე გაბრაზებულები
ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

თუ პრობლემა გაჩნდა, გადაჭერით ის ერთად. არ დაიგროვოთ წყენები და ნუ დაელოდებით, რომ ეს თავისით გაივლის. ზრდასრული და ჩამოყალიბებული წყვილები საუბრობენ სხვადასხვა პრობლემაზე და გულში არ იკლავენ დარდებს. ამისთვის თქვენი მენტალური ჯანმრთელობა მადლობას გადაგიხდით.

5. ერთმანეთს ეუბნებით ,,მიყვარხარ”-ს დღეში ერთხელ მაინც
ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ ეს პარტნიორული ურთიერთობის მთავარი საფუძველია. თქვით ხმამაღლა, რომ გიყვართ ის, გამოხატეთ და მხოლოდ ქცევებით ნუ იგულისხმებთ ამას, ადამიანებს სიტყვებიც ძალიან სჭირდებათ. ოღონდ მთავარია სიტყვაში გრძნობებიც ჩააქსოვოთ და არ თქვათ ის ავტომატურად.

6. გქონდეთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება
ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

ჰობებისა და ინტერესების გაზიარება უმნიშვნელოვანესია, თუ ერთად ცხოვრებას გეგმავთ. თუმცა გასათვალისწინებელია თქვენივე იდეებისა და ცხოვრების სტილის შენარჩუნებაც, რადგან მომავალში რაიმე დანაკლისი არ გქონდეთ. ასევე აღიარეთ თქვენი საყვარელი ადამიანი უნიკალურ ინდივიდად და თქვენ სწორად წაიყვანთ ურთიერთობას.

7. მიირთვით ერთდროულად

ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

თუ ყოველი კვების დროს ფიზიკურად ვერ მოახერხებთ ერთად ჭამას, ეცადეთ დღეში ერთხელ მაინც მიირთვათ ერთდროულად და რეალურად დატკბით ერთმანეთის კომპანიონობით. არ დასხდეთ და არ სქროლოთ მობილური, მიაქციეთ ერთმანეთს ყურადღება, გამოკითხეთ როგორ ჩაიარა დღემ, რას გეგმავენ უიქენდზე და ა.შ. ყველა შესაძლო ვარიანტში პარტნიორთან დროის გატარება ცუდი იდეა არ უნდა იყოს.

8. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთის ოცნებებს

ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

შეყვარებულის იმედებისა და ოცნებების მხარდაჭერა უფრო მოსიყვარულე პარტნიორად გაქცევთ. ბედნიერი წყვილები ერთმანეთს უსმენენ და ითვალისწინებენ ერთმანეთის სურვილებს. ისინი მაშინაც გვერდში უდგანან ერთმანეთს, როცა ყველაფერი არც ისე კარგად მიდის.

9. იმუშავეთ ნდობაზე და უარი თქვით ეჭვიანობაზე
ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

ურთიერთობა ნდობის გარეშე წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუ მუდმივად მესაკუთრესავით იქცევით და ეჭვიანობთ, ესე იგი, გჭირდებათ საკუთარ პრობლემებზე მუშაობა, რათა საყვარელ ადამიანს არ ავნოთ. თუ თქვენი პარტნიორი რეალურად გაძლევთ ეჭვიანობის საბაბს, სიტუაცია ისე შეაფასეთ, რომ საკუთარი ემოციური ჯანმრთელობის უპირატესობა არ დაივიწყოთ.

10. ერთად იზრდებით, როგორც ადამიანები
ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

არაფერია იმაზე ფრუსტრირებადი, როცა ხედავ, როგორ იზრდები და იცვლები წლებთან ერთად, ხოლო შენი პარტნიორი კი ისევ იმ ეტაპზეა, რაზეც წლების წინ იყო. პიროვნული ზრდა ყველას ცხოვრებაში ბუნებრივი და მოსალოდნელი ეტაპია. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ორივე წინ მიდიხართ და ხელს უწყობთ ერთმანეთს გაზრდაში.

11. ინაწილებთ საშინაო საქმეს

ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

სახლის საქმის მთლიანად ერთ ადამიანზე განაწილება ნამდვილი კატასტროფაა. ეს იწვევს დისბალანსს ურთიერთობაში და ხშირად ხდება ფიზიკური გადაწვა. თუ სახლის საქმეს ბუნებრივად ვერ იზიარებთ, მაშინ ორივესთვის გააკეთეთ ჩეკლისტი, სადაც სახლის საქმეები იქნება ჩამოწერილი. შეუთანხმდით პარტნიორს და დაკიდეთ სია ხილულ ადგილას. რა თქმა უნდა, ორივე ზრდასრულები ხართ და შეძლებთ საქმეების თანაბრად განაწილებას.

12. ტკბებით პატარა გამოხატულებებით
ბედნიერი წყვილების 12 ქმედება, რომლებსაც ისინი აკეთებენ

დიდი და ძვირფასი საჩუქრები, რა თქმა უნდა, ამაღელვებელი და რომანტიკულია, თუმცა მნიშვნელოვანია პარტნიორის პატარა წვრილმანებით გახარებაც. ეს შეიძლება იყოს ის, თუ რა სურს მას სამზარეულოდან ან მხრების მასაჟის გაკეთება დამღლელი დღის შემდეგ. გულწრფელი და სასიამოვნო ჟესტები ძალიან ახარებთ ადამიანებს და ამყარებს ურთიერთობის ხარისხს.

გეცნობათ თქვენ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიტუაცია? რაიმეს ხომ არ დაამატებდით ჩვენს სიას? ან იქნებ არის ისეთი რამ, რაც სრულიად ზედმეტია? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შეხედულებებიც, ხოლო ეს სტატია კი აჩვენეთ თქვენს პარტნიორსაც ან იმ მეგობრებს, რომლებიც ხანგრძლივ და ბედნიერ ურთიერთობას გეგმავენ!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ