ოფიცერი რობერტ ლოფგრანი იუტაში, განყოფილებაში იმყოფებოდა როდესაც პოლიციას ახალგაზრდა დედამ მიაკითხა პატარა ბავშვთან ერთად.
ქალს ოჯახური ძალადობის ფაქტზე სურდა საჩივრის დაწერა, რაც რამდენიმე საათს მოითხოვდა. როგორც მოწმეები ჰყვებიან, მთელი ამ დროის განმავლობაში ოფიცერ ლოფგრანს ბავშვი ხელიდან არ გაუშვია და მასზე გულწრფელად ზრუნავდა.
განყოფილების თანამშრომლები იმდენად მოიხიბვლნენ რობერტის თავდადებული შრომით, რომ მას ჩუმად ფოტოებიც გადაუღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს მის შესაქებ განცხადებასთან ერთად. სერჟანტმა და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ერთგულ ოფიცერს რამდენიმე საათიანი თავდაუზოგავი შრომის გამო საჯაროდ გადაუხადეს მადლობა და აღნიშნეს, რომ ეს განყოფილება ასეთი თავდადებული ოფიცრებითაა დაკომპლექტებული.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi