მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი რესპონდენტი ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი სოფი მოდებაძეა.
როგორ და როდის დაიწყო ხატვა ხელოვანმა? როგორ გახდა მისტიურ სიზმარში ნანახი პერსონაჟი მისი შემოქმედების თანმდევი? რისი თქმა სურს თავისი შემოქმედებით? ამ და სხვა საინტერესო თემებს ინტერვიუში გაეცნობით.
-სოფი, გვიამბეთ თქვენ შესახებ..
– სოფი ვარ მოდებაძე, 39 წლის ქართველი ხელოვანი, 7 წელია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ესპანეთში, მაქვს მონაწილეობა მიღებული რამდენიმე საჯარო გამოფენაში ხოლო 2023 წელს მქონდა პერსონალური გამოფენა.
– როდის გაჩნდა სახვითი ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში?
– ხატვის ნიჭი 6-7 წლის ასაკში დედამ აღმოგვიჩინა მე და ჩემს ტყუპისცალს (ჩემი და გრაფიკოსია),
– თქვენი ნამუშევრები სახვით ხელოვნების რომელ ჟანრს მიეკუთვნება?
– არ მიყვარს რეალიზმი, მომწონს სურეალიზმი აბსტრაქციასთან ნაზავი, რადგან მხიბლავს ნახატის წინ ჩაფიქრებული ადამიანის ყურება და ფიქრი თუ რას ფიქრობს ის ჩემს მიერ დახატულ ნახატზე.
– ვინ არის “ჟოზეფინა” რა როლი აქვს მას თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში?
– ჩემი ნამუშევრების უმეტესობა სიზმრიდან გადმოტანილი, ჩემს ქვეცნობიერში მობინადრე არსებაა რომელსაც “ჟოზეფინა” დავარქვი და მას ბავშვობიდან ვხატავ, ყოველთვის როცა შემოქმედებითი პაუზა მაქვს მესიზმრება. ჟოზეფინას ძირითადად შავ ქვაზე ვხატავ, რომელიც ესპანეთში მოიპოვება და მას pizaras-უწოდებენ.
– რისი გამოხატვა და თქმა გსურთ თქვენი შემოქმედებით?
– ჟოზეფინას გარდა ვხატავ ტილოზე , ასევე წარმოსახვით პორტრეტებს რომლებზეც უმეტეს შემთხვევაში ციტატებს ვართავ, ამ ფორმით ვამბობ სათქმელს გარკვეულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩემი სათქმელი ძირითადად თანასწორუფლებიანობას, ჰუმანურობას და ცხოველთა უფლებების დაცვას ეხება.
– სამშობლოში ქართველი დამთვალიერებლისთვის ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ გამოფენის მოწყობას.
– ვგეგმავ საქართველოში კერძო გამოფენის გაკეთებას (ჟოზეფინას სერიით) რადგან ჟოზეფინას საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს საქარათველოში.
ავტორი თამარ ფიცხელაური
#drpkhakadze
მასალის გამოყენების პირობები