ლოცვა მგზავრობის მნებებელთა – მგზავრობის ლოცვა

0
28
#image_title

გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა შენსა მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისა კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცუელი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა მგზავრობის მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს რაოდენიცა გენებოს ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელი ჭეშმარიტი და ცხოველი გზა ხარ, რომელმან წმიდისა იოსებ დამწინდველისა და ყოვლად-წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა თანა ეგვიპტეს შინა მოგზაურობაჲ ინებე და ლუკას და კლეოპას ემმაუს შინა თანა მავალ ექმენ, აწცა, ყოვლადწმიდაო მეუფეო, მდაბლად გევედრებით შენ: მონათაცა ამათ შენთა, მადლითა შენითა თანამავალ ექმენ, და ვითარცა მონასა შენსა ტობიას, ეგრეთვე ამათცა ანგელოზი მფარველი და წინამძღვარი მოუვლინე, მცუელი და მხსნელი ხილულთა და უხილავთა მტერთა ყოვლისა გარემოდგომილებისაგან, და მცნებათა შენთა აღსრულებისა მასწავლელი, მშვიდობით და წარმატებით და ხორცთა მრთელობით და უშფოთველად სახლსა თჳსსა მომყვანებელი; და სადიდებელად შენისა მოეც მათ ყოველი კეთილი, წარმატებით აღსრულებად განზრახვისა მათისა შენდა სათნო ყოფისა გამო. რამეთუ შენი არს შეწყალება და ხსნაჲ ჩუენი და შენდა დიდებასა აღუავლენთ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,

                                                                                                                                                                                     ამინ.

ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ

ჰოჲ, ყოვლად წმიდაო დედუფალო ჩემო, ღმრთისმშობელო ქალწულო, ოდიღიტრია, მფარველო და სასოებაო ხსნისა ჩემისაო, გზასა ამას, წინადაგებულსა ჩემსა, აწცა მნებავს წარსვლად და ჟამსა ამას მგზავრობისა ჩემისასა შეგვედრებ შენ, ყოვლად მოწყალესა დედასა ჩემსა, სულსა და ხორცსა ჩემსა, ყოველთა გონიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, და სრულად მინდობილ ვარ ძლიერსა მოხედვასა შენსა. ჰოჲ, სახიერო თანამგზავრო და მფარველო ჩემო, გულსმოდგინედ გვედრი შენ, რათა არარაჲ მევნოს მე გზასა ამას, არამედ წინამძღვარ მექმენ მე მას ზედა და წარმიმართე იგი ყოვლად-წმიდაო, ოდიღიტრია, ვითარცა თჳთ უწყი სადიდებელად ძისა შენისა, უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. შემწე მექმენ მე ყოველსა ზედა, უმეტესად ჟამსა ამას შორისა და სამძიმოსა მგზავრობისასა დამიფარე მე ძალმოსილითა საფარველითა შენითა ყოველთაგან ჩემზედა მომავალისა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ევედრე ჩემთჳს, ჰოჲ, დედუფალო ჩემო, ძესა შენსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა მომივლინოს მე შეწევნად ანგელოსი თჳსი მშვიდობისა, ჭეშმარიტი წინამძღვარი და მცუელი, ვითარცა ძველად მოუვლინა მონასა თჳსსა ტობიას რაფაელი ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მგზავრობისა მისისასა მცუელი მისი ყოვლისა ბოროტისაგან; რათა ეგრეთვე მგზავრობისა ჩემისა მშვიდობით წარმმართველმან, და ზეციურითა ძალითა თჳსითა ჩემისა დამფარველმან, ღირს მყოს უვნებელად, მშვიდობით და სიმრთელით სახლსა შინა თჳსსა დაბრუნებად, სადიდებელად წმიდისა სახელისა მისისა, რათა ვადიდებდე და ვაკურთხევდე მას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და შენცა აღგამაღლებდე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,

                                                                                                                                                                          ამინ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ