ხრიკები რომელსაც სტატისტიკურად, წარმატებული ქალბატონების უმეტესობა მიმართავს
ხრიკები რომელსაც წარმატებული ქალები მიმართავენ, ამოიკითხეთ სტატიიდან და შეამოწმეთ თავად ხართ თუ არა წარმატებული ქალების რიგებში.
შეამოწმეთ ამინდი
დილა ამინდის შემოწმებით დაიწყეთ, ეს დაგეხმარებათ გარდერობიდან ზედმეტი სამოსის გამორიცხვაში.
მოამზადეთ საუზმე და ლანჩი მომდევნო დღისთვის
დილით ადგობა გაცილებით სასიამოვნო გახდება, თუ გეცოდინებათ, რომ საუზმე უკვე მზადაა. ამით დროის ეკონომიას გააკეთებთ და განწყობასაც აიმაღლებთ.
ყველა მნიშვნელოვანი beauty-პროცედურები გაიკეთეთ წინასწარ
დილით არ გექნებათ ნიღბის გაკეთების ან ღრმა წმენდის დრო, რომ კანი წინასწარ გაისუფთავეთ. წაისვით სახის კანზე სკრაბი, შემდეგ კი გაიკეთეთ პილინგი სახლის პირობებში. იდეალური დასასრული იქნება მცირე მასაჟი ზეთისა და მასაჟის კრემის გამოყენებით.
მოამზადეთ თქვენი კოსმეტიკური ჩანთა
ყველა საქმიანმა ქალმა იცის, რომ დღის განმავლობაში მაკიაჟი ილახება, ამიტომ თან აუცილებლად უნდა იქონიოთ კოსმეტიკური ჩანთა საჭირო საშუალებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სუნამოს, რომელიც ნებისმიერ ჩანთაში ჩაეტევა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები